February 17, 2014

Crevettes à l'américaine / კრევეტები ამერიკულ სოუსში


რამდენჯერ გადაგიყრია თევზეულის ნარჩენები? მე სულ ნაგავში გადავუძახებდი ხოლმე, სანამ არ აღმოვაჩნე რომ მათ სასწაულის მოხდენა შეუძლიათ. ამერიკული სოუსი, ჩემთვის ყველაზე ფაუვერფულ სოუსია რაც კი არსებობს. ქართულად ვერაფრით ვერ გადმოვიტანე, არ ქართულდება ეს სიტყვა - powerfull - ძლიერი სოუსი რა უბედურებაა? მოკლედ, დიდი ენერგიის მატარებელია, ძლიერია და მუსლინივივით სრიალა. ეს სოუსი ნებისმიერი თევზეულისგან მზადდება და ცალკე შემწვარ თევზის ხორცს დიდებულებას მატებს, ხაზს უსვამს რათა გემო კიდევ უფრო გააძლიეროს. ფაუერ, რა! :D



500 გრამამდე კრევეტები
2 თავი ხახვი - ერთი თეთრი და ერთიც წითელი
2 კბილი ნიორი
250 გრამი ტომატის სოუსი ან 2 პამიდორი
150 მილილიტრი ღვინო
ცოტაც კონიაკი
კარაქი - ზეთი
დაფნა - ქონდარი
მარილი

გააცალე კრევეტებს კარაპასი (გამისწორეთ, თუ ბარბარიზმია) და შეინახე ცალცალკე. დაადნე კარაქი და დაუმატე ზეთი. სასურველია ზეითუნის. დააყარე ხახვი და გააოქროსფერე ნელ ცეცხლზე. დაუმატე ნიორი. მერე დაუმატე კრევეტების კარაპასები. აბა, კი არ ვხუმრობ, მართლა. ამ ნარჩენებს იმისთანა გემო აქვს, ნელ ცეცხლე უნდა გამოიყვანო და რაც შეიძლება მეტი არომატი გამოაცალო. 5 წუთი შუშე და მერე დაასხი ღვინო. დატოვე 5 წუთი. მერე დაამატე ტომატის სოუსი, დაფნა, ქონდარი, დაახურე თავზე და შუშე 15 წუთი.  თავს რომ მოხდი მოასხი კონიაკი, ნახევარი არყის ჭიქა დაახლოებით და მოუკიდე ცეცხლი. დაანახშირე კრევეტები და გადაყარე. არა, :D მართლა კი არა, ვხუმრობ, თავისით ჩაქრება ნახევარ წუთში და კარგ გემოს დაუტოვებს. ნეტა კარგად მაინც თუ ვხუმრობ :პ მერე აიღე საწური და გადაწურე წვენი ცალკე მომცრო ქვაბშიმ რაც საწურით არ გადაიწურისმ ხელით დაწურე. ხახვმა, კრევეტების კარაპასმა და ყველა დანარჩენმა ღვნისა და ტომატის სოუსს კარგად გემო მისცა. ახლა ეს ნარჩენები ჩაუძახე სანაგვეში და უგემრიელესი ესენცია ცეცხლზე შემოდგი. ადუღე მანამ, სანამ სოუსის კონსისტენციას არ მიიღებს. აი, დაახლოებით კეჩუპივითმ ოდნავ უფრო თხელი უნდა იყოს. აქ, გადაიტანე სოუსი კრევეტებთან ერთად ტაფაზე და შეაცხელე. უყავი ცოტა მარილი გემოვნებით და მიირთვი ნებისმიერ გარნირთან ერთად. მე მაკარონთან ერთად გეახელი.

ამერიკული სოუსი ძალიან, ძალიან დიდი ენერგიას და არომატებს აერთიანებს. სამზარეულოს ნარჩენებს ამხელა ძალა აქვს! ამ სოუსის გაკეთება თევზეულის ნებისმიერი ნარჩენისგან შეიძლება.  აბა, ბონ აპეწი !!!

პ.ს. თუ ეს და ბევრი სხვა რეცეპტი გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:

https://saba.com.ge/books/details/1369?

ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

February 1, 2014

Salade Woody de Nonoko / სალათი ვუდი ნონოკოსგან :P

ნონოკომ ორად ორი სიტყვა დაწერა - Melinda and Melinda, ჰა სამი - ერთიც კავშირი. და მიაყოლა ეს სურათი





მე ნერწყვი მომადგა. და თუ შენც, აი, მისი სწრაფი და გემრიელი სალათი - ვუდი დავარქვი მე და შენ რაც გინდა ის დაარქვი.

დაგჭირდება:
ავოკადო 
ორაგული
სალათის ფურცლები, სასურველია ნარევი
ყველი იმერული ან ფეტა
ზეითუნის ზეთი

ეს ყველაფერი გემოვნებით აურ-დაურიე და გემიმრიელად მიირთვი :პ ხო კაია?

პ.ს. ჩემი აზრით ამ ამბავს ვინეგრეტი მოუხდება და აი ჩეი რეცეპტიც:


 შევურიოთ ერთი-ერთზე ზეითუნის ზეთი და ჩვეულებრივი ზეთი. ეს ზეითუნის ეკონომიისთვის, თანაც ზეთის შერევა ქოლესტერინს ამცირებს და კარგია. დოზები წუსტად არ ვიცი :P ჰა შევეცდები - ვთქვათ ორი სუფროს კოვზი ზეითუნი და ორიც მზესუმზირა. ჩავუმატოთ ძმარი, 2 ჩაის კოვზი ალბათ. ჩავუმატოთ 1 ჩაის კოვზით ტკბილი მდოგვი.  ვუყოთ მარილი და ავთქვიფოთ. (მე ამ სოუსს ვაკეთებ ნახევარლიტრიანი ქილით, ქილას ვანჯღრევ და ასე ვთქვეფ, იოლად და მერე ვინახავ მაცივარში, ყოველდღე ხელახლა რომ არ ვაკეთო.) მოასხი მერე რა სალათასაც გინდა.

პ.ს. თუ ეს და ბევრი სხვა რეცეპტი გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:

https://saba.com.ge/books/details/1369?

ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo