May 24, 2015

Clafoutis aux griottes / ალუბლის კლაფუტისი

კუკუუუ,  ჩემგან დავიწყებულო კულინარებო. ვერ მოვიცალე სამზარეულოს თავგადასავლებს მივყვე იქ საითაც წამიყვანს რეცეპტების ქარი. ჰოდა, სადაც თავგადასავალი არაა, არც ფათერაკია და შესაბამისად დასაწერიც არაფერია. ვიცი მაპატიებთ, იმიტომ რომ კაი რეცეპტით მოვედი. მსუბუქი, გამაგრილებელი, იოლი. სამი სიტყვით ასე დავახასიათებ კლაფუტისს. ისეთი იოლია, წარმოიდგინეთ რომ არც გაკეთება დამეზარა და არც დაწერა - რადგან დასაწერიც ცოტაა და საქმეც. ჰოდა რა ჯობია როცა იოლი ასე გემრიელია? (ხომ იცი, სახლის რეცეპტებია, ჰოდა სახლის რეცეპტი - სახლის ბანძური ხარისხის სურათი :)) არ გამიბრაზდეეეთ)

ა, თქვენ, ბოლო წამში გასაკეთებელი ვივეტის -  ჩემი ბელ-მამანის - რეცეპტი.

700 გრამი ალუბალი ან ნებისმიერი სხვა წითელი მომჟაო ხილი
100 გრამი შაქარი
60 გრამი ფქვილი
300 მილილიტრი რძე
3-4 კვერცხი - ზომას გააჩნია
თუ გაქვს - კირში
ცოტა ვანილი

ალუბლის გარდა ყველაფერი აურიე. მოუსვი კარაქი ფორმას. ჩემი კერამიკის ფორმა ოთხუთხედია - 23/23-ზე. ჩაყარე ამ ფორმაში ალუბალი. კაკალი თუ გამოიღო? მაგის დრო თუ გაქვს რამე უფრო სვეცკი გააკეთე :დ მე პირდაპირ ვყრი. მოასხი კრემი. აცხე 200 გრადუსზე 30-45 წუთი. როცა თხევადი აღარაა - მზადაა.
ხომ გითხარი იოლი თქვა )))

პ.ს. თუ ეს და ბევრი სხვა რეცეპტი გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:

https://saba.com.ge/books/details/1369?

ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo