November 19, 2013

Moelleux chocolat café / შოკოლადის ფაფუკი ყავით

კუკუუუ! მაპატიეთ რომ მიგატოვეთ და ეს პოსტიც არაა დაბრუნების მანიშნებელი. ბევრი, ბევრი საქმე გამომიჩნდა. ამ დილით ცოტა შემრცხვა და შოკოლადის და ყავის ფაფუკით უნდა დაგატკბოთ.  ასე ქვია სიტყვა სიტყვით ამ ნამცხვარს, ანუ ფაფუკი ნამცხვარიო :)

300 გრამი შავი შოკოლადი
6 კვერცხი
200 გრამი შაქარი
100 მილიგრამი ცივი ყავა
150 გრამი გამდნარი კარაქი, გაგრილებული
50 გრამი ფქვილი
1/2 ჩაის კოვზი სოდა ან ქიმიური დროჟი (რაზრიხრიწელი)

ჩავრთოთ ღუმელი 150°-ზე, 22 სანტიმეტრიანი დიამეტრის ჩვეულებრივ მრგვალ ფორმას მოვუსვათ კარაქი.

როგორც გითხარი ისე, გაადნეთ შოკოლადი. (იხ. შოკოლადის მდნარი Fondant au Chocolat). გავაცალკევოთ კვერცხის ცილა და გული, გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. კარგად რომ გათეთრდება, შევურიოთ გამდნარი კარაქი და ყავა. ჩაუმატე შოკოლადი და თან განუწყვეტლივ ურიე ხის კოვზით. ბოლოს შეურიე ფქვილი და დროჟი. თუ სოდას იყენებ, არ გადააჭარბო,  რა ვიცი, მაინც გემო არ მისცეს.

ამოიყვანე კვერცხის ცილა, კარგად რომ გამყარდება შეურიე ცომს. ოღონდ, საუკეთესო ეფექტისთვის, არ მოურიო, ხის კოვზით ძალიან ფრთხილად ჩაზილე, ისე რომ კვერცხსი ცილის სტრუქტურა არ დაიშალოს. ეგ დიდი არაფერი ეხლა, თუ ძაან იდეალურად არ გამოგივა.


ჩაასხი ფორმაში და აცხვე 30 წუთი, ადროვე 10 წუთი გაგრილება და ამოიღე ფორმიდან. მიირთვი თბილი ან ცივი :) გიჟდებიან ბავშვები :)

P.S. არ დაგავიწყდეს ფეისბუქზე დამალაიქო - როგორც კი ახალ რეცეპტს დავდებ, საქმის კურსში იქნები :P თან დამეხმარები ბლოგის გაპოპულარებაში. მადლობაააა
https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:

https://saba.com.ge/books/details/1369?

სოფოს კითხვის პასუხად: ეს ჩემი დოზების ჭიქაა. რამოდენიმე მხარე აქვს და მითითებული ფქვილი, შაქრის ან კიდევ ბრინჯის დოზები. ძალიან პრაქტიკულია. ვიცი რომ არის დანიურ სახლში. შუშისაა და წითლად აწერია :პ თუ ფრანგულია, არ შეგეშინდეს, მოგეხმარები


9 comments:

  1. თინი 50 გრ ფქვილი რამდენია? ანუ ერთი ჭიქაა, ნახევარი ჭიქა თუ როგორ? და კიდე ძაან ცოტა არ არი 50 გრ? დავიბენი ცოტა.
    პ.ს. ბრაუნს როგორ აკეთებ? შემოგვთავაზე რაა

    ReplyDelete
  2. სოფო, დანიურ სახლში იშოვება საზომი ჭიქა. დავამატებ ახლა სურათებში. მე იმით ვზომავ. სამწუხაროდ ნამცხვრებს სიიწუსტე უყვარს და ჭიქით ვერ გეტყვი.

    ReplyDelete
  3. 50 გრამი არაა ცოტა :პ ნუ გეშინია, მეც ეგრე მეჩვენებოდა თავიდან. გუგლი ბრძანებს რომ ერთი სუფრის კოვზი არგადავსებული ფქვილი 10 გრამი არსო. 1 გათლილი ჭიქა კიდე 120 გრამი ფქვილია და 150 შაქარიო. იავიცი :პ

    ReplyDelete
  4. აუ ეს ჭიქა მინდა სასწრაფოდ :) ძაან სასარგებლო ნივთი ჩანს!

    ReplyDelete
  5. მაგ ჭიქას ვხმარობ ყოველ დღე. ფაქტიურად ჩემი დაქალია. პლასტმასისაა და უშნო. მარა ძალიან მიყვარს <3

    ReplyDelete
  6. თინი გამარჯობა,

    100 გრ. ცივ ყავაში რამდენ კოვზ ყავას უშვები და რომელს თუ საიდუმლო არაა? :)

    დიდი მადლობა წინასწარ:)

    ReplyDelete
  7. საიდუმლო არაა :პ სიმართლე გითხრა არასოდეს გამიზომავს. ვაკეთებ ყავას ჩემი გემოვნებით და მერე 100 გრამს, ესე იგი 100 მილილიტრს ვუშვები ნამცხვარში. თუკი ერთი ჭიქა დაახლოებით 200 მილილიტრია, ალბათ ნახევარი ჩაის კოვზი ან ოდნავ მეტი სრულიად საკმარისია.

    ReplyDelete
  8. დიდი მადლობა:)
    დავტესტავ და გაგაგებინებთ შედეგებს :))

    ReplyDelete
  9. გელოდებიიიი

    ReplyDelete