მოვრჩი გამოცდებს და დავისვენე. ჰოდა მოვიცალე სამზარეულოსთვის, ოჯახისთვის და თქვენთვისაც. კარტოფილიუმის თვე გამოვაცხადე და, აჰა, ესეც კიდევ
ერთი კლასიკა ფრანგული სამზარეულოდან. ჰაში ჩემი
შვილის საყვარელი
კერძია. მიყვარს. იმიტომ რომ
იოლად იგუებს
ვარიაციებს - რაც
მაქვს მაცივარში
,იმას ვჯერდები-ხოლმე. თუ
რამე მაკლია
- წავუმატებ მეგრულ
აჯიკას და
გაიტანს. მთავარია
ხორცი იყოს
და კარტოფილი
:პ
მასალად:
1 კგ კარტოფილი
400 გრამი საქონლის
რბილი ან გატარებული ხორცი
1 თავი ხახვი
1 კბილი ნიორი
არაა აუცილებელი,
გემოვნების მიხედვით, ნახევარი კონა ოხრახუში
1 კვერცხი
300 მილიგრამი რძე
მუსკატის კაკალი
მარილი და პილიპილი
კვერცხის ამოღება
შეიძლება და კარაქიც თქვენი გემოვნებით დაუკელით ან მიამატეთ. ბაზა - კარტოფილის პიურე
და გატარებული ხორცია. ესეც ჩემი რეცეპტი.
გათალე კარტოფილი
და მოხარშე ა ლ ანგლეზ. ესე იგი, თუკი სხვა შემთხვევაში მარილიან ცხელ წყალში ვყრით
ბოსტნეულს, ინგლისურ ვარიანტში ცივ, მარილიან წყალში ვაწყობთ კარტოფილს და ვხარშავთ.
ადუღების მერე ცეცხლზე გააჩერე დაახლოებით 25 წუთი.
თუკი ხორცი გაქვს,
ჯერ მოხარშე, მერე დააქუცმაცე და მერე გაატარე. ასე ხორცი საოცრად გემრიელია. ნელ ცეცხლზე
მოთუშე წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. ცალკე
დაჭერი წვრილად ოხრახუში. ცალკე ჯამში აურიე ხახვი, ოხრახუში, ხორცი და კვერცხი. უყავი
მარილი და პილპილი გემოვნებით.
მეორე ვარიანტი:
უფრო ხშირად იოლ გზას ვირჩევ. წინა უფრო გემრიელია, მაგრამ ხანდახან დრო თუ არ მყოფნის,
პირდაპირ, გატარებულ ხორცს ვათავსებ ცხელ, ზეთმოსმულ ტაფაზე.
ამ შემთხვევაში,
დაახლოებით 3 წუთში ვუმატებ ხახვს და ნიორს და ერთად ვშუშავ. მერე ცალკე ვამატებ ოხრახუშს
და ვკმაზავ.
კარტოფილი მოიხარშა
ამასობაში. გადაუწურე წყალი და გააკეთე პიურე. უკეთესია ბოსტნეულის გასატარებელში,
წმინდა პიურე გამოდის. თუ არადა, როგორც აკეთებ ისე. ბოლოს უყავი ცხელი (ცხელი!!!)
რძე (დაუკელი რძის რაოდენობას თუ ძალიან გათხელდა), კარაქი და კარგად ამოურიე. უყავი
მარილი და მუსკატის კაკალი გემოვნებით. მუსკატი ბევრი არ მოგივიდეს, ყველა გემოს გადაფარავს.
კერამიკის ღრმა
საცხობს მოუსვი კარაქი. ჩააფინე პიურეს ნახევარი. დააფინე ხორცი თანაბრად. მერე ისე
კარტოფილის მეორე ნახევარი. მიასწორ- მოასწორე. შეგიძლია თავზე მოაყარო გახეხილი ყველი
- ჰოლანდიური ან ემანტალი. შეაგდე 200 გრადუსზე და აცხვე შეწითლებამდე.
მიირთვი ცხელ-ცხელი.
პ.ს. თუ ეს და სხვა, გამოუქვეყნებელი რეცეპტები გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:
https://saba.com.ge/books/details/1369?
ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:
https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo
https://saba.com.ge/books/details/1369?
ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:
https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo