კუკუუუ, აი მეც მოვედიიი! და მოგიტანეთ ცინცხალი რეცეპტი, რომელიც ერთხელ ერთ მარწყვივით ბიჭს დავპირდი. ჰოდა, ეს მარწყვის რეცეპტი პაატა შამუგიას ეძღვნება. ხო გახსოვთ, ერთხელ ეს გამოწვევა გავაკეთე - ინგრედიენტის იდეა მომაწოდეთ და რეცეპტებს მოგიძღვნით თქვა. ჰოდა, ესეც, შენ, პაატა :პ ხომ არ გეგონა დამავიწყდა? თან როგორი რეცეპტი გამოგიცხვე: ამისთანა უცხოს რას ნახავს თვალი და რას გასინჯავს პირი? პომიდორი, ზეითუნის ზეთი და მწვანილი - ამას პლიუს მარწყვი. არადა, დამიჯერე, ტერასაზე რო ხარ ნება-ნება წამოგორებული, კაი ვახშამი რომ მიირთვი, რო წრუპე როზე - მარწყვის გასპაჩოს ცივ-ცივს რომ გამოიღებ ცხელ ამინდში, ესაა ცხონება! ის ისეთი მსუბუქია... ისეთი ნარნარი... მერე, საკმაოდ მარტივად მზადდება. მერე კიდევ, თავად გასპაჩო ძალიან ტკბილი არაა - უფრო ტკბილ შანტილთან შერეული ენას აკვდება პირდაპირ.
პ.ს. ვისაც პაატას მარწყვივით ლექსები უნდა, ნახავს აი აქ:
http://www.demo.ge/index.php?do=fullavtor&id=15
მასალად:
500 გრამი მარწყვი
1 პომიდორი
200 გრამი ნაღები
50 გრამი შაქრის პუდრა
2 სუფრის კოვზი შაქარის ფხვნილი
20 ფოთოლი ბაზილიკა
1,5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
მომზადება:
მოამზადე ყველა ინგრედიენტი.
შედგი ჯამი, მიქსერის ჩხრები და ნაღები საყინულეში. მოგვიანებით, შანტილისთვის ყველა ინგრედიენტი ცივი უნდა იყოს. ნუ ახლა, ნაღები გაყინული არ უნდა იყოს - უბრალოდ ძალიან ცივი თუ არაა, არაფრით არ ამოვა.
ცალკე, შეინახე 100 გრამი მარწყვი გასაფორმებლად. დანარჩენი დააბლედერე ნახევარ პომიდორთან, ზეითუნის ზეთსა და ბაზილიკის 10 ფურცლეთან ერთად. დაუმატე შაქარი და შედგი მაცივარში გასაციებლად.
დაჭერი გადანახული მარწყვი და პომიდორი და ჩააფინე ჭიქებში. დაასხი მარწყვის გასპაჩო და შეაწყვე მაცივარში.
დაჭერი დარჩენილი ბაზილიკა ძაააალიან წვრილად.
ცალკე მოამზადე შანტილი.
გამოიღე საყინულიდან ცივი ჯამი,ცივი მიქსერის ჩხირები. ასევე, საყინულიდან ახლადგამობრძანებული ცივი ნაღები და ათქვიფე შანტილი. შანტილი მთელი საიდუმლო ცივი ინგრედიენტებია. ათქვიფე გამაგრებამდე. დააყარე შაქარი და წვრილად დაჭრილი ბაზილიკა.
გატანის წინ, მორთე გასპაჩო შანტილით, ცოტაოდენი მარწყვით და მიირთვი გემრიელად.
პ.ს. კრემის სიცივეს სხვებს ვასწავლი და მე თავად დამემრთა. არ ამოვიდა ჩემი შანტილი. ვნახე რომ კრემი არაა ცივი. თქვიფე მერე რამდენიც გინდა, არაფრით არ ამოვა, ჯიუტია. ავდექი და მიღებული მასა საყინულეში შევაგდე. რომ გამოვიღე, იყო პარფესავეთ - ნაყინსა და კრემს შორის დესერტია. ასეა, სამზაეულოში გამოსავალი ყოველთვის არესბობს!