შენი საყვარელი პური
მოცარელა
პომიდორი
ჩხრებად დაჭრილი ლორი
ზეითუნის ზეთი
ნიორი
სუნელები - ორეგანი, ან პროვანსული სუნელები, ან როზმარინი ან სულაც ქონდარი.
გააცხელე ტაფა. კარგად რომ გაცხელდება, დააყარე ლორის ჩხირები. ზეთი არ უნდა - ცხელ ტაფაზე ლორი თითონ გამოუშვებს ცხიმს და აშიშხინდება. იფ იფ. გაჭერი პური შუაში. წაუსვი ნიორი. მოუსვი ზეითუნის ზეთიანი ფუნჯი და მოაყარე ლორი, გადაანაწილე თანაბრად. მოაწყვე თხლად დაჭილი პომიდორი. დაჭერი მოცარელა ნაჭრებად და მოაწყვე. მოაყარე რომელი სუნელიც გავს ის.
გააცხელე ღუმელი 200 გრადუსზე. შეაწყვე ტარწინები 5-იოდე წუთით. მერე ჩართე გრილი და თავი მობრაწე. მოცარელა რომ ცადნება - მზადაა.
მიირთვი გემრიელად მერე :პ ჩემს ბულანჟერიაში ტრადიციულ ბაგეტს ვირჩევ. იმას რაც გინდა ის გადაუსვი, ყველა ვარიანტში შედევრია. შენ თონის პურს გირჩევ. იფ, მომინდა :პ
No comments:
Post a Comment