ვის უყვარს შოკოლადის და წიწაკის ქორწინებაო უნდა მეთქვა, და მივხვდი რომ ფრანგულ გამოთქმას ვაქართულებდი. არ ვარგა. არაა ლამაზი. როგორ ვთქვა? შოკოლადის და წიწაკის შეხვედრა? პაემანი? ასეა თუ ისე, ეს ტკბილ-მწარე თავგადასავალი თუ არ გამოგიცდია, ბევრი რამ დაგიკარგავს! უუუუუუმაგრესია! თანაც, ეს ტარტი, ადვილია და სწრაფი. ისეთი ეფექტურია: ჯერ სათქმელად რად ღირს - ტარტი შოკოლადი/წიწაკა; და მერე, რა ლამაზია? გემო კი, შევარდი ახლა სამზარეულოში და გამოსცადე!
ცომისთვის:
170 გრამი ფქვილი
100 გრამი შერბილებული კარაქი
1 სუფრის კოვზი შაქარი
მწიკვით მარილი
გარნიტურისთვის:
200 გრამი 70 პროცენტიანი შოკოლადი
1/4 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა - საფრანგეთში ცნობილ ესპელეტის წიწაკას ვხმარობ
20 მილილიტრი ნაღები
20 მილილიტრი რძე
2 კვერცხი
ფქვილის ინგრედიენტები ერთმანეთში აურიე. ფხვიერ ცომს ბევრი ზელა არ უყვარს. მერე მაცივარში შეაგდე მინიმუმ ერთი საათით. დროის გასვლის შემდეგ, გააბრტყელე და გამოაცხვე. ტარტის ცომის გამოცხობის ტექნიკა იხილე აქ.
მოამზადე გარნიტურა: მიიყვანე ადუღებამდე რძე და ნაღები. ჩაყარე დატეხილი შოკოლადი, აურიე და გადმოდგი ცეცხლიდან. დაასვენე 10 წუთი და შეათქვიფე ხელით კვერცხი. უყავი წიწაკის ნაწილი. მოიტოვე ერთი მესამედი თავზე მოსაყრელად. შეაბრუნე 1-2 წუთით ღუმელში, ცხობისთვის კი არა - უბრალოდ შოკოლადის ზედაპირი გასწორდება. მერე შეაგდე მაცივარში.
გატანის წინ, მოაყარე წიწაკა :პ და მიირთიიიიიიიიიიი
უგემრიელესია. დაიმახსოვრე, რომ ტარტის უმეტესი ნაწილი შოკოლადია და რაც უფრო უკეთესი ხარისხისას აირჩევ, მით უკეთესი!
პ.ს. თუ ეს და ბევრი სხვა რეცეპტი გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:
https://saba.com.ge/books/details/1369?
ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:
https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo
No comments:
Post a Comment