August 10, 2014

Tarte abricot amandine / გარგარის ტარტი ნუშის კრემით

ნამცხვრებში ძალიან პრეტენზიული ვარ. არ მიყვარს მძიმე-მძიმე რეცეპტები: ბევრი ცომი და ბევრი კრემი. მიყვარს ყველაფერი რაც მჟავეა, ფხვიერი და ნაკლებ ცომიანი. რაღა თქმა უნდა ვგიჟდები ტარტებზე. რა ჯობია ზაფხულობით ტარტს? ხილს სეზონის მიხედვით ვარჩევ და გაგიხარია, ვატარებ ექსპერიმენტებს. ესეც, ჩემი ბოლო ექსპერიმენტი. სტუმრად წავიღე და იქ დავტესტე. შედეგი - გადასარევი. ცხობაში გარგარი მომჟავო გემოს იძენს, სწორედ ისეთს, მე რომ მიყვარს. ნუშის კრემი ზედ აკვდება. საერთოდ, ფხვიერ ცომშიც ცოტაოდენ ნუშს ვურევ და არ ვიცი


რატომ, მაგრამ ნუშის და კარაქის შეხმატკბილება პირდაპირ გულს მიჩუყებს ხოლმე. ისეთი ემოციური ნარევია. მოკლედ, ჩემს დას მონატრებული ქმრისთვის უნდა ამ ტარტის გამოცხობა და  - ეთ, ესეც შენ, გარგარის ტარტი - მოგიძღვენი. მერე შედეგები დაგვიშეარე :პ







27 სანტიმეტრი რადიუსის ტარტისთვის
ფხვიერი ცომი - რეცეპტი იხილეთ აქ:

ნუშის კრემი:
3 კვერცხი
70 გრამი ნუშის ფქვილი
130 გრამი შაქარი
120 გრამი შერბილებული კარაქი
10 გრამი მაისენა ან კარტოფილის ფქვილი - სავალდებულო არაა

გარგარის შიგთავსთვის:
1 კგ გარგარი
ცოტა შაქარი თავზე მოსაყრელად

დაიწყე ფხვიერი ცომის მოზელით. გამოაცხვე ტარტის ძირი იმ წესით რომელიც მითითებულია ზემოთა ლინკში. იმის გათვალისწინებით, რომ ცომი ღუმელში ისევ შებრუნდება. ანუ, შეგიძლია ოდნავ ნაკლებად გამოაცხო. როცა მზადაა, გაგრილება ადროვე.

ამასობაში აურიე კრემის ინგრედიენტები სანამ ერთგვაროვან მასას არ მიღებ.

ცალკე, გააცხელე ღუმელი 220 გრადუსზე. გამოაცალე კურკა გარგარს. მანამდე გარეცვხა თავისთავად. დააწყვე ბრტყელ ფორმაში, ისე რომ გაჭრილი მხარე იყოს ზევით. მოაყარე ცოტა შაქარი და შეაგდე 10-იოდ წუთით ღუმელში. გარგარი უნდა შეწითლდეს და შეიბრაწოს. მერე გამოიღე. გამოაცალე წვენი - რაც მე კრემში შევურიე. სავალდებულო არაა.

დაუკელი ღუმელს 180 გრადუსზე. ტარტის ცომში მოათავსე ჯერ ნუშის კრემი. მერე გარგარი ჩააწყვე. შეაბრძანე ტარტი ღუმელში 15 წუთით.

მერე გააციე, თავზე გასაფორმებლად ნუშის ფქვილი მოაყარე და ისიამოვნე :P

P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:

https://saba.com.ge/books/details/1369?

თუ გინდა ახალ-ახალი რეცეპტების შესახებ ინფორმირებული იყო, დამალაიქე ფეისბუქზე - https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo






No comments:

Post a Comment