ცხელი ზაფხულის ყველაზე შესაფერისი რეცეპტი მოვიდა! პიტნის ნაყინი შოკოლადიც ნამცეცებით - თანაც სახლის - არა ნაყიდი, არა ინდუსტრიული, არა ესენციებით გაჯერებული. ჭამაში განა მარტო გემოა მთავარი - ტექსტურები ხომ ცალკე სიამოვნებაა. წარმოიდგინე, პიტნა რა სასიამოვნა ცხელ ამინდში - პიტნის ნაყინი ენაზე დნება. მერე შიგადაშიგ შოკოლადები კნატუნობენ. იფ იფ...
ამ ნაყინის მოსამზადებლად მივუხვ-მოვუხვევ ცოტას და იმედია ძალიან არ დაგაბნევთ. უბრალო მიზეზით - ინგრედიენტების და საჭირო აპარატის მპოვნელი საქართველოში ბევრი არ მეგულება. არ მიყვარს ისეთი რეცეპტების წერა რომლის რეალიზებაც შეუძლებელია. ვერ ვიტანდი ვერც მე რეცეპტებში ინგრედიენტების დასახელებასაც რომ ვერ ვხდებოდი, პოვნაზე რომ ლაპარაკი ზედმეტია. აბა ვცდი :)
ამ ნაყინის მოსამზადებლად მივუხვ-მოვუხვევ ცოტას და იმედია ძალიან არ დაგაბნევთ. უბრალო მიზეზით - ინგრედიენტების და საჭირო აპარატის მპოვნელი საქართველოში ბევრი არ მეგულება. არ მიყვარს ისეთი რეცეპტების წერა რომლის რეალიზებაც შეუძლებელია. ვერ ვიტანდი ვერც მე რეცეპტებში ინგრედიენტების დასახელებასაც რომ ვერ ვხდებოდი, პოვნაზე რომ ლაპარაკი ზედმეტია. აბა ვცდი :)
რამოდენიმე ვარიანტს/გადახვევას შემოგთავაზებთ :) საქმე იმაშია რომ პიტნის ნაყინი კეთდება ან პიტნის ფურცლებით, ან პიტნის სიროფით. ვწერ რეცეპტს პიტნის სიროფის რეცეპტით, რასაც მე ვაკეთებ ძირითადად, და გვერდით ვუთითებ როგორ უნდა გაკეთდეს პიტნის ფოთლებით.
ნახევარი ლიტრი ცხმიანი რძე (თუ სიროფის გარეშე აკეთებთ, ოდნავ მეტი რძე 700 ლიტრი)
3 კვერცხის გული
100 გრამი შაქარი (თუ სიროფის გარეშე აკეთებთ 150 გრამი)
70 გრამი შავი შოკოლადიან
200 გრამი პიტნის სიროფი ან 10-12 ღერი პიტნა
(თუ პიტნას ნატურალურად გამოიყენებთ, გემო ექნება გადასარევი, მაგრამ ფერი არ ექნება ისეთი ცოცხალი როგორც სიროფის შემთხვევაში. სამაგიეროდ ბუნერბივი იქნება :))
ვთქვეფთ კვერცხ შაქართან ერთად გათეთრებამდე. მივიყვანოთ რძე ადუღებამდე და ცეცხლს დავუკლოთ. დაახლოებით ვინც იცის, ინგლისური კრემის მაგვარად კეთდება. რძე ადუღების პირას უნდა იყოს და არ კი დუღდეს. ვასხამთ გოგლი მოგლს რძეში და ვურევთ. უნდა რძე სუუულ ოდნავ შესქელდეს (ფოტო 2), სუუულ ოდნავ : ) აქ, თუ სიროფით აკეთებთ, ჩაუმატეთ სიროფი და თუ პიტნის ფოთლებით, პიტნა და გადმოდგით ცეცხლიდან.
გააცივეთ რამოდენიმე საათი მაცივარში. ამასობაში ვჭრით შოკოლადს მსხვილად. 6 საათის მერე მიღებული მასა ჩაასხით აისმეიქერში, თუ გაქვთ. ატრიალეთ ნახევარი საათი და ჩაუმატეთ შოკოლადი. ატრიალეთ კიდევ ნახევარი საათი და შედგით საყინულეში.
თუ არ გავქთ აპარატი, გაციების შემდეგ ვდგამთ მაცივარში ნაყინს და ვურევთ ხშირად პირველი რამოდენიმე საათის განმავლობაში. 2 საათში ჩაუმატეთ შოკოლადი და კარგად ამოურიეთ. ამორევის მიზანია რომ ნაყინი არ შეიკრას კრისტალებად. ამოიღეთ მერე ბურთულებად და გემრიელად მიირთვით :) ესეც სახლის ნაყინი :)
P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:
თუ გინდა ახალ-ახალი რეცეპტების შესახებ ინფორმირებული იყო, დამალაიქე ფეისბუქზე - https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo
No comments:
Post a Comment