December 24, 2014

ქრამბლი წითელი ხილითა და ვაშლით / crumble : pommes et fruits rouges

ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ნამცხვარი ორი უკედურესად განსხვავებული ტექსტურის ნაზავია: ფხვიერი ზედაპირისა და მდნარი გულის. რაც ყველაზე მეტად მიყვარს -  თან მჟავეა და თან ტკბილი. გემოს და ტექსტურის კონტრასტი პირდაპირ გულს მიფრიალებს. აბა... ვინ იფიქრებდა რომ მენანცხვრე ქალს შოკოლადი კი არა, წითელი ხილი მიჩქარებს გულს. მთელი ბედნიერება ნუშისა და კარაქშია. უფრო სწორად, მათ ერთად ყოფნაში - ფრანგები ამბობენ, ქორწინებაშიო :პ როგორ აგიხსნა? ჩემი სელის თქმით, ნუშის და კარაქის გემო პირდაპირ გულს უჩვილებს. ამაზე უკეთ მე ვერ აღვწერ. აბა, ქურებთან - თბილ-თბილად მისართმევი ნამცხვრის რეცეპტი მოვიდა!

ფოტოზე: ნამცხვარს ძირზე ფხვიერი ცომი ჩავუფინე, ცომის რეცეპტი იხილე აქ. სავალდებულო არაა, კი არადა, ამძიმებს კიდეც ნამცხვარს, უბრალოდ მისართმევად უფრო კულტურულად გამოიყურება :პ ნაჭრებადაც იჭრება და არ იშლება. მოკლედ. კლასიკური რეცეპტი იხილე ქვემოთ.

(To crumble - ფხვნას, დაფშვნას ნიშნავს. ფხვნას ხომ არ დავარქმევდი ? ამიტომაც, არ ვთარგმნე. ) 
250 გრამი წითელი ხილის ნარევი
(ან მხოლოდ ერთერთი - ჟოლო, შავი ან წითელი მოცხარი, მაყვალი, ბალი, მოცვი)
250 გრამი ვაშლი
150 გრამი შაქარი
125 გრამი ცივი კარაქი (ცივი ტყუილად არ წერია)
75 გრამი ნუშის ფქვილი (ან მარტივად, გატარებული ნუში)
100 გრამი ფქვილი
მწიკვით მარილი

შესაძლოა გაკეთდეს მხოლოდ ერთი სახეობის ხილითაც და ნუშის ფქვილის გარეშეც, რომელსაც ჩვეულებრივი ფქვილით ჩაანაცვლებთ.გააცხელეთ ღუმელი ზედა და ქვედა წვის ფუნქციაზე, მოუსვით ფორმას კარაქი. ცაკლე,

დავჭრათ ვაშლი კუბიკებად, დავწვათ ერთი ბურთულა კარაქი და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, შევწვათ, უფრო კი შევაწითლოთ ვაშლი. სასურველია პატარა ფორმებში გამოცხობა, თუ არადა ჩვეულებრივსაც არა უშავს. რახან ნამცხვარი ფორმიდან არ ამოდის, ანუ არ იჭრება ტრადიციულად, ინდივიდიალური, კერამიკის ჯამებში უფრო ლამაზია. რაშიც არ უნდა აკეთებდეთ, ძირს დააწყვეთ ვაშლები.

ცალკე აურიეთ 50 გრამი შაქარი წითელ ხილს და ესეც მოაწყვეთ მეორე ფენად. თუ წვენი დარჩა, უხვად მოასხით. ახლა იწყება ერთი შეხედვით მარტივი ეტაპი. ფქვილი, შაქარი, ნუში, კარაქი და მარილი უნდა აურიოთ ისე, რომ მასა დარჩეს ფხვიერი. დაახლოებით როგორც მჭადის ფქვილია.

პრობლემა ისაა, რომ თუ თბილი ხელები გაქვთ, კარაქი შემოგადნებათ და ცომი შეიკვრება. ამის თავიდან ასაცილებლად, ერთმა შეფ მზარეულმა მირჩია რეზინის ხელთათმანები გამეკეთებინა. მოკლედ, სამედიცინო ხელთათმანებია. მასა აურიეთ თითის წვერებით და მოაყარეთ ხილს, მაინცდამაინც ნუ დატკეპნით.ვაცხოთ 30-35 წუთი. დაუკვირდით, თავი რომ შეუწითლდება, მზადაა.

მიირთვით ცხელი, თბილი ან ცივი. ვგიჟდებიიიიი მმმმმმმ !!!

და თავს შევიქებ და ვიტყვი, ჩემი რეცეპტი უგემრიელესია.

პ.ს. თუ ეს და ბევრი სხვა რეცეპტი გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:

https://saba.com.ge/books/details/1369?

ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

No comments:

Post a Comment