March 20, 2014

ბევრი ვირბინე თუ ცოტა




ეს პოსტი სამზარეულოს ეხება. მხოლოდ ვისთვის ირიბად და ვისთვის პირდაპირ. ასე რომ, რეცეპტები ცოტას მოიცდის. ახლა სირბილის ამბავი უნდა მოვყვე, რომ მერე დავჯდე და კარგად მივირთვა.

აჭარულად რომ ვთქვა, საფრანგეთში რომ ჩამოვბლაყუნდი დაახლოებით მაშინ დავიწყე სირბილი, აქ-იქ და არასერიოზულად. მერე, სამსახურის ძიება დავიწყე. ჯერ ჰაი ოფინიონები მქონდა საკუთარ თავზე და დავგზავნე მსოფლიო მედიებში, არიქა, ლიონში ვარ და თუ დაგჭირდეთ ჩემი თავი გენაცვალოთო. მერე ევრონიუსმა რომ სამსახური შემომთავაზა და დამიწუნა, რუსულში აქცენტი გააქო - ვითომ კი გავიკვირვე, მარა ვისაც ჩემი რუსული აქვს მოსმენილი, მიხვდება რა ვიწვალე ერთი ორი წუთი - ვერ დავმალე ბოლოს. ჩავიქნიე ხელი და გავიხედ გამოვიხედე, სადაა სამსახური თქო.

ოკ, ოკ, შევეგუე რომ არ დადგებოდა ჩემგან პუჟადასი. ფრანგული ტოკ შოუს წამყვანია.

დავიწყე ფეხსაცმელების გაყიდვა კაი ხალხთან ერთად კაი მაღაზიაში შრომა. თან ერთი წყვილი ჩექმაც მაჩუქეს, როგორც გამყიდველს. ყველაზე ძვირი ამოვირჩიე. ბარემ ეგდოს, ჭამას მაინც არ მთხოვს თქო.

აქა იქ სირბილს სამზარეულოს სიყვარული დაემატა. ეს ორივე ადრეც მჭირდა, მაგრამ საფრანგეთმა სხვა მადა გამიხსნა. კაი სმა ჭამა ჩემი ბიან ეტღისთვის ანუ ბედნიერებისთვის განუყოფელ ნაწილად იქნა.

მერე სრული დატვირთვით დავიწყე მუშაობა სულ სხვა მაღაზიაში და ძალიან ცუდ ხალხთან. ვყიდე გარანტიები და ცუდი ხარისხის სარეცხი მანქანები. და პირველადაც დავრუნდი საქართველოში 2012-ში. ვნახე ჩემი მასკ-დალეული და ზამინისტრა დაქალ-ძმაკაცები. დავბრუნდი კევინასთან მაღაზიაში და გავხდი ცუდად. ეს სადა ვარ თქო.

ერთ დღესაც კლიენტს ვეჩხუბე, დღეს არ გვქონდა დაგეგმილი შენი დასაწვავი მაცივრის მოტანაო და იმანდ მიტხრა, 80 წლისა ვარ, რომ მოვკვდე უმაცივროდ შენი ბრალი იქნებაო. არც ვაციე არც ვაცხელე, ვტაცე ურკას ხელი და მივუშავე კრუა-რუსის აღმა - ჩაღმა გზაზე ეს მაცივარი. გადირია კევინი მარა ვერ გამომტაცა მაცივარი ხელიდან. ერთი კილომეტრი კი ვათრიემ მეტი თუ არა.

მთავარი ისაა, რომ ტიპმა მადლობაც არ მითხრა. ის კი არადა მომვლელი ქალი გააფრთხილა, ხელი არ მოუკიდო მაგ მაცივარზე, რო გატყდეს ჩვენ დაგვბრალდებაო, კიბეებზე. ჰოლდენის არ იყოს, შეხედავ მოხუცია და ასეთ რამეს თუ იკადრებს ვერ წაროიდგენ. ახლა წარმომიდგინე, პატარა ვარ, მეტრა 65. ვათრევ ორკარიან 1,75 მაცივარს კიბეებზე.

ჰოდა გამოვედი ამ შენი ურმით ქუჩაში, ჩამოვჯექი და კოელიოს არ იყოს ავტირდი. საღამოს სარკეში რომ შევიხედე უფრო ავტირდი. ჩაღამებული თვალები, მოუვლელი სხეული, როგორ ვერ ვიტან რბილ-რბილ ბარძაყებს და მკლავებს.

მესამე დღეს გამოვუცხადე ოლივიეს ჩემი საიდუმლო გადაწყვეტილება - უნდა გავხდე ინგლისურის მასწავლებელიო. იმან არ დამიჯერა. დიპლომი შენ არ გაქვსო, ფრანგულის ენის სერტიფიკატი შენ არ გაქვსო, დრო კიდე მითუმეტესო და... ისე კაი გოგო ხარ, შენი მჯერაო.

და დავიწყე სირბილი. დავიწყე სირბილი თავის მოსავლელად. მე ამას ვიმსახურებ  - სხვა შეძახილებს შორის ვეუბნებოდი ჩემს თავს სირბილისას. ეს დრო ჩემია. მარტო ჩემი. არც შვილის, არც ქმრის, არც სამსახურის. ჩემი.

სირბილი დავიწყე და ახლა არ მითხრა დრო არ მაქვსო. არავინ არ გაბედოს. 6 დღეს ვმუშაობდი. ოღონდ მართლა, ხუმრობა იქეთ იყოს და მივხვდი, ვეცემოდი და სირბილი მჭირდებოდა, მჭირდებოდა როგორც საყრდენი ფეხზე დასადგომად. რომ ჩემი თავისთვის დამეჯერებინა, ამდენი ბჟუტური რომ სიმართლე გახდებოდა ერთ დღეს. მიზანი: ყოველ დღე უნდა მერბინა. ყოველ დღე უნდა მემეცადინა ფრანგული - ინგლისური ქე დამავიწყდა ამასობაში. ყოველდღე უნდა გამეყიდა ათასი ჟანგიანი აპარატურა. ყოველდღე უნდა ვყოფილიყავი დედა, ცოლი, ქალი, გამყიდველი. ყოველდღე ვამოწმედი ჩემი შვილის გაკვეთილებს. 3 მეტროს გაჩერების გადაჯდომაში ვმეცადინეობდი. შესვენებისას დავრბოდი. თან საჭმელს ვაკეთებდი, ოლივიეს დახმარებით რა თქმა უნდა.

თავიდან გამიჭირდა სირბილი. მუსიკა შველის ძალიან. ფეხსაცმელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კიდევ ლიფს. :პ ქალებისთვის. მკერდის მჭიდროდ დგომა სპორტული ლიფით აუცილებელია. თუ გვერდში წერტილი აგტკივდა, ესე იგი არასწორად სუნთქავ. ან არ გახურდი და ისე დაეტაკე. დაიმახსოვრე - სიჩქარეს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია დროში გაძლება. ჯობს ნელა ირბინო და მეტხანს ვიდრე სწრაფად და ძალიან დაიღალო.

აპრილში ფრანგულის სერტიფიკატი ავიღე.

გავაგრძელე სირბილი. ნელ ნელა 45 წუთზე ავედი. მუცელი დამეკუნთა. მხრებიც. სულ არ ვიცოდი რომ სირბილით მუცელიც კუნთებოდა. თურმე კი.

თუ გარეთ გასვლა მეზარებოდა, კარდიო ვარჯიშებს ვაკეთებდი. რეებს? იავიცი. აც მინახავს ოდესმე და თვალი მომკირავს. მერე ვიყიდე ლახტი. და დავიწყე ხტუნაობა.

https://www.youtube.com/watch?v=oWKZQGBnql8

აი, მაგალითიც, თუ რამე.

მაისში მოვაგროვე წვალებით საბუთები და შევიტანი - სორბონა და ლიონი. ყველგან რომ ვრეკავდი მეუბნებოდნენ რომ არანაირი შანსი არ მქონდა და უკვირდათ - არ გინდათ ჟურნალისტიკა?

მე დავრბოდი. დავრბოდი ყოველდღე. და ვუკურთხებდი ყველას - ჯეკ, შენა ვერ გაიგე მაქვს ეგ დიპლომები ჟურნალისტიკაში და ფრანგს შევეჯირბო წერაში ეხლა? კარდიო ვარჯიშისას ვბოქსინგობდი სარკის წინ - კევინ, შენ ასე და შენ ისე.

ივნისში სამსახურიდან წესეირად წასვლა მინდოდა<

ხო. ძაან ვიწვალე, არ უნდოდათ ჩემი გაშვება, მაგრამ მოვახერხე.

ვირბინე, ვირბინე, ვირბინე.  ვიყიდე ახალი ბოტასები. ვიპოვე მეგობრები ვინც დარბოდნენ. ჩემი სხეული შემიყვარდა. რაც მთავარია - თავის დადანაშაულების გარეშე ვჭამდი.

ივლისში წამოვედი სამსახურიდან.

გადავირიე ნერვიულობით, უნივერსიტეტებზე ლოდინით. ვირბინე და ვირბინე. ამასობაში შევამჩნიე რომ 2 კილო მოვიმატე. მერე ბევრი ვიკითხე, როგორ შეილება არცერთი შარვალი არ დაგიპატარავდეს და თან მოიმატო? ჰოდა აღმოვაჩინე, რომ კუნთი ბევრად მეტს იწონის ვიდრე ცხიმი. შესაბამისად, დასასუსტებლად სირბილი დიდი სისულელეა. სპორტი უბრალოდ ჟანსაღი ცხოვრების წესია. მეტი არაფერი. ამაზე მეტი რაღა უნდა იყოს?

ივლისის შუა რიცხვებში ერთი-მეორეს მიყოლებით მოვიდა უნივერსიტეტებიდან პასუხები - ყველგან მიმიღეს. ავირჩიე ლიონი. წელს ვამთავრებ.

ოკ, ოკ. შევეგუე რომ არ ვარ მეტრო ოთხმოცი. 30 წლის ასაკში მოზარდის კომლექსები გადალახულია, საკუთარი თავი მსოფლიოში ყველაზე უშნოდ აღარ მეჩვენება. ანუ, ვიღებ ისეთს როგორიც ვარ.  როგორღაც შევეგუე რომ არ მაქვს 95 სამტიმეტრი მკრედი. იმასაც რომ ორსულობამ სტრიები დამიტოვა. იმასაც, რომ მაქვს გვერდები.

სამაგიროდ ვიცი, რომ მაქვს მკვრივი ფეხები და დაკუნთული მხრები  - და დიახ, ეს მგონია ძალიან მიმზიდველი. ვჭამ თითქმის რასაც მინდა. ოღონდ ვიცი, რომ ყველა ჯერზე ვჭამ სალათს. თუ მოკლება მინდა ცოტათი, ვსვამ ბევრ ჩაის და გავარტყი დიეტას. მაინც უეჭველი მოიმატებ.

სირბილს ცოტა მოვუკელი. მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც დავრბივარ. ახლა ორჯერ ვცდილობ გავიდე და ცოტაც ვივარჯიშო. იოგა გამომრჩა, სხვა დროს იყოს. ერთ კია- სირბილი დამეხმარა ეს მძიმე პერიოდი გადამელახა. ნამდვილად დამეხმარა. თუ ცოტა ვერა ვარ, ვიცი ჩემი თერაპია - სირბილი და თავზე შემოძახება - მე შემიძლია! ახლა დისერტაციაზე ვარ მიჭიდებული და საყრდენი ისევ მჭირდება. სულ მჭირდება პრინციპში. თან გავაწყვიტე რომ არ შევუერთდები ევროპელი ქალების 70 პროსენტს და არ დავკარგავ კუნთების 70 პროცენტს 30-იდან 50 წლამე. მე ვწყვეტ ვინ ვიქნები. მე ვირბენ.



პ.ს. თუ კაი რეცეპტსაც ეძებ გზად,  მიბრძანდი საბაზე:

https://saba.com.ge/books/details/1369?

ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

March 14, 2014

Soupe aux brocolis / ბროკოლის სუპი, უმარტივესი


 სამზარეულოში პროდუქტის პატივისცემა ჩემთვის ერთერთი უმთავრესი პრინციპია. თუ მიჩეხ-მოჩეხე, ათასი საკმაზით გადაფარე და ან კიდევ ნახევარი კარტოფილი გათლისას კანს გააყოლე - ელემენტარული კულინარიული უზრდელობაა და მეტი არაფერი. ჰოდა, ესეც ბროკოლის სუპი, ნაპატივები და დაფასებული - ცოტა მარილიანი მომივიდა და ნაღები დავუმატე თორემ უფრო მწვანე იქნებოდა. უგემრიელესი და უმარტივესია. რაც მტავარია უჯანსაღესი. 100 გრამი ბროკოლი სულ რაღაც 29 კალორიას შეიცავს. სანამ მთავარ კალორიულ კერძზე გადახვალ, სალათის ან სუპის ჭამას თუ დაიდებ წესად ჩემსავეთ, კუჭში ცხიმიანი საკვებისთვის ნაკლები ადგილი დაგრჩება. თან არც მოიკლებ და დარჩები გურმანი. კვირაში ერთ ორჯერ კიდევ იმიტომ დავრბივარ რომ მიყვარს ღვინო, პური და კარაქი :პ დიეტის ჭკუა რა ვთქვი, მთავარია სწორად ჭამო. ცოტაც სპორტი და ცოტაც ბროკოლის სუპი :პ





ბროკოლი
წყალი
მარილი

აადუღე მარილიანი წყალი. იქეთ ბროკოლს დააჭერი უხეში ფეხები.რომ ადუღდება, ბოსტნეული ჩაყარე თუხთუხა წყალში და მოხარშე. "მოხარშე"-ში "ჩახარშე" და "ჩაფუფქე" არ იგულისხმება, პატივისცემის ამბავში. დაახლოებით 8 წუთში იხარშება. ამასობაში, ჯამში ჩაყარე ბლომად ყინული და დაასხი წყალი. ეს ეტაპი შეგიძლია გამოტოვო, მაგრამ ამ ტექნიკით ნებისმიერ მწვანე ბოსტნეულს ხასხასა ფერი უნარჩუნდება, ოხრახუშსაც კი და გასწავლი გზად. რომ მოიხარშება,( ოდნავ ხრაშუნა უნდა დარჩეს) ამოიღე თითო თითოდ და ყინულიან წყალში ჩაუშვი. ასე ფერი ფიქსირდება. იცოდე მაინც - მწვანე ლობიო, ბროკოლი, ისპანახი - რაც მწვანეა ამგვარად შეგიძლია მოამზადო და გასაფორმებლად ლამაზია. მოკლედ, მარილიანი წყარი თავლზომით დატოვე, რა კონსისტენციის სუპიც გიყვარს იმის მიხედვით. თუ ნამეტანი მარილიანია, წყალი ჩაუმატე. მერე დააბრუნე ბროკოლი თავისივე  ნახარშში და დააბლენდერე. მე ნაწილ წყალს ვინახავ და ნელ-ნელა ვამატებ, არც ძაან თხელი რომ მომივიდეს და არც ძაან სქელი. გასინჯე. თუ მარილი აკლია დაუმატე. შეგიძლია შავი პილპილიც უყო. წინადღის პური თუ გაქვს გახუხე, ნიორი წაუსვი ყველა მხრიდან და ჩხირებად მოუწყვე. ნივრიანი პურები თან ხრაშუნა ტექსტურას უხდება თხევად სუპთან ერთად, თან ბროკოლის მოტკბო გემოსაც აბალანსებს. ათქვეფილ ბროკოლს გემო სრულიად ეცვლება და დამიჯერე, უმაგრესია!


პ.ს. თუ ეს და ბევრი სხვა რეცეპტი გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:

https://saba.com.ge/books/details/1369?

ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

March 9, 2014

Gâteau de semoule au caramel / ბურღულის ნამცხვარი კარამელით





ძალიან სასაცილო ისტორიაა პირველად რომ ბურღულის ნამცხვარი გავაკეთე. ჩემი ქმარი მეხვეწებოდა, სემულის ნამცხვრის რეცეპტი იშოვე და გამიკეთეო. ვყვარობო ძაანო. ჰოდა სადაბადებისდღეოდ ვიფიქრე გავუმზადებ. მასალაში ეს სემული მჭირდებოდა, კი არ ვიცოდი რა არის. გამომიღო ოლივიემ რაღაც, ჰოდა ეს არიო. კარგი მეთქი. დავიწყე კეთება და ფაფისმაგვარი რამ კეთდება თავიდან. ბიჭოს, გემო გავუსინჯო. ერთიც ვნახოთ, "მანი ქაში" არაა? :D მანა ყოფილა თავნაფქვი ბურღული ქართულად და ქაში კიდე ხო ფაფაა, რა თქმა უნდა, მარა ბავშვობაში ასე ვეძახდი. და ვერ ვიტანდი :)  ნამცხვარი კი ძალიან გემრიელია. უხდება კარამელის გემო, და ყავასთან, დილით პირდაპირ მისწრებაა. აი რეცეპტიიიც

200 გრამი თავნაფქავი ბურღული
1 ლიტრი რძე
200 გრამი შაქარი
3 კვერცხის გული
ვანილი
100 გრამი არაჟანი
100 გრამი კარაქი
მწიკვი მარილი
200 გრამი ქიშმიში
პატარა ჭიქით რომი
+ კარამელი
100 გრამი შაქარი



ავადუღოთ რძე შაქართან ერთად. ჩავურიოთ ვანილი და მარილი. ადუღების შემდეგ ვუყოთ ბურღული და 10 წუთი ვაშუშოთ. თან სულ ვურიოთ, თორემ მიიკრავს. ახლა გადმოდგი ეგა და გააგრილე. ამასობაში დამდნარი ან შერბილებული კარაქი ათქვიფე ნაღებთან ერთად. შეათქვიფე კვერცხის გული სათითაოდ.
ქიშიმშებს მე ოდნავ ნაკლებს ვუშვები, 200 გრამი ნამეტანია, მაგრამ საერთოდ ყოველგვარ ნამცხვარში გამოყენებამდე კარგია თუ "დაასიევბ" ქიშმიშებს. ამისათვის უბრალოდ ცხელ წყალში ჩაყარე და 5 წუთი გააჩერე. შემდეგ გადაწურე და ეგაა. უფრო რბილიც იქნება. მოკლედ ჩაუმატე ეს შენი ქიშმიში ფაფაში, ათქვეფილი მასაც მიაყოლე და ჩაუმატე რომი. რომი თუ არ გაქვს ქვეყანა არ დაიქცევა. საერთოდაც შეგიძლია კარაქის და არაჟნის ნაწილი სულ ამოიღო, თუ გინდა რომ ნაკლებ ცხიმიანი იყოს. 
ძაან გადავუხვიე ახლა მე. მოკლედ ეს ყველაფერი რომ ერთმანეთში აირევა, მოამზადე კარამელი.  შაქარს დაასხით 3 სუფრის კოვზი წყალი, შეგიძლია უყო რამოდენიმე წვეთი ლიმონი და ადუღეთ გაიქროსფერებამდე. კარამელი მოასხი ფორმას, ცოტა დაელოდე რომ გამაგრდეს და მოასხი ცომი. თავი კარგად მოუსწორე და გამოაცხვე 200 გრადუსზე, 15 წუთით. გააცივე და გემრიელად მიირთვი :P 

ძალიან გემრიელია

პ.ს. თუ ეს და ბევრი სხვა რეცეპტი გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:

https://saba.com.ge/books/details/1369?

ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

February 17, 2014

Crevettes à l'américaine / კრევეტები ამერიკულ სოუსში


რამდენჯერ გადაგიყრია თევზეულის ნარჩენები? მე სულ ნაგავში გადავუძახებდი ხოლმე, სანამ არ აღმოვაჩნე რომ მათ სასწაულის მოხდენა შეუძლიათ. ამერიკული სოუსი, ჩემთვის ყველაზე ფაუვერფულ სოუსია რაც კი არსებობს. ქართულად ვერაფრით ვერ გადმოვიტანე, არ ქართულდება ეს სიტყვა - powerfull - ძლიერი სოუსი რა უბედურებაა? მოკლედ, დიდი ენერგიის მატარებელია, ძლიერია და მუსლინივივით სრიალა. ეს სოუსი ნებისმიერი თევზეულისგან მზადდება და ცალკე შემწვარ თევზის ხორცს დიდებულებას მატებს, ხაზს უსვამს რათა გემო კიდევ უფრო გააძლიეროს. ფაუერ, რა! :D



500 გრამამდე კრევეტები
2 თავი ხახვი - ერთი თეთრი და ერთიც წითელი
2 კბილი ნიორი
250 გრამი ტომატის სოუსი ან 2 პამიდორი
150 მილილიტრი ღვინო
ცოტაც კონიაკი
კარაქი - ზეთი
დაფნა - ქონდარი
მარილი

გააცალე კრევეტებს კარაპასი (გამისწორეთ, თუ ბარბარიზმია) და შეინახე ცალცალკე. დაადნე კარაქი და დაუმატე ზეთი. სასურველია ზეითუნის. დააყარე ხახვი და გააოქროსფერე ნელ ცეცხლზე. დაუმატე ნიორი. მერე დაუმატე კრევეტების კარაპასები. აბა, კი არ ვხუმრობ, მართლა. ამ ნარჩენებს იმისთანა გემო აქვს, ნელ ცეცხლე უნდა გამოიყვანო და რაც შეიძლება მეტი არომატი გამოაცალო. 5 წუთი შუშე და მერე დაასხი ღვინო. დატოვე 5 წუთი. მერე დაამატე ტომატის სოუსი, დაფნა, ქონდარი, დაახურე თავზე და შუშე 15 წუთი.  თავს რომ მოხდი მოასხი კონიაკი, ნახევარი არყის ჭიქა დაახლოებით და მოუკიდე ცეცხლი. დაანახშირე კრევეტები და გადაყარე. არა, :D მართლა კი არა, ვხუმრობ, თავისით ჩაქრება ნახევარ წუთში და კარგ გემოს დაუტოვებს. ნეტა კარგად მაინც თუ ვხუმრობ :პ მერე აიღე საწური და გადაწურე წვენი ცალკე მომცრო ქვაბშიმ რაც საწურით არ გადაიწურისმ ხელით დაწურე. ხახვმა, კრევეტების კარაპასმა და ყველა დანარჩენმა ღვნისა და ტომატის სოუსს კარგად გემო მისცა. ახლა ეს ნარჩენები ჩაუძახე სანაგვეში და უგემრიელესი ესენცია ცეცხლზე შემოდგი. ადუღე მანამ, სანამ სოუსის კონსისტენციას არ მიიღებს. აი, დაახლოებით კეჩუპივითმ ოდნავ უფრო თხელი უნდა იყოს. აქ, გადაიტანე სოუსი კრევეტებთან ერთად ტაფაზე და შეაცხელე. უყავი ცოტა მარილი გემოვნებით და მიირთვი ნებისმიერ გარნირთან ერთად. მე მაკარონთან ერთად გეახელი.

ამერიკული სოუსი ძალიან, ძალიან დიდი ენერგიას და არომატებს აერთიანებს. სამზარეულოს ნარჩენებს ამხელა ძალა აქვს! ამ სოუსის გაკეთება თევზეულის ნებისმიერი ნარჩენისგან შეიძლება.  აბა, ბონ აპეწი !!!

პ.ს. თუ ეს და ბევრი სხვა რეცეპტი გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:

https://saba.com.ge/books/details/1369?

ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

February 1, 2014

Salade Woody de Nonoko / სალათი ვუდი ნონოკოსგან :P

ნონოკომ ორად ორი სიტყვა დაწერა - Melinda and Melinda, ჰა სამი - ერთიც კავშირი. და მიაყოლა ეს სურათი





მე ნერწყვი მომადგა. და თუ შენც, აი, მისი სწრაფი და გემრიელი სალათი - ვუდი დავარქვი მე და შენ რაც გინდა ის დაარქვი.

დაგჭირდება:
ავოკადო 
ორაგული
სალათის ფურცლები, სასურველია ნარევი
ყველი იმერული ან ფეტა
ზეითუნის ზეთი

ეს ყველაფერი გემოვნებით აურ-დაურიე და გემიმრიელად მიირთვი :პ ხო კაია?

პ.ს. ჩემი აზრით ამ ამბავს ვინეგრეტი მოუხდება და აი ჩეი რეცეპტიც:


 შევურიოთ ერთი-ერთზე ზეითუნის ზეთი და ჩვეულებრივი ზეთი. ეს ზეითუნის ეკონომიისთვის, თანაც ზეთის შერევა ქოლესტერინს ამცირებს და კარგია. დოზები წუსტად არ ვიცი :P ჰა შევეცდები - ვთქვათ ორი სუფროს კოვზი ზეითუნი და ორიც მზესუმზირა. ჩავუმატოთ ძმარი, 2 ჩაის კოვზი ალბათ. ჩავუმატოთ 1 ჩაის კოვზით ტკბილი მდოგვი.  ვუყოთ მარილი და ავთქვიფოთ. (მე ამ სოუსს ვაკეთებ ნახევარლიტრიანი ქილით, ქილას ვანჯღრევ და ასე ვთქვეფ, იოლად და მერე ვინახავ მაცივარში, ყოველდღე ხელახლა რომ არ ვაკეთო.) მოასხი მერე რა სალათასაც გინდა.

პ.ს. თუ ეს და ბევრი სხვა რეცეპტი გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:

https://saba.com.ge/books/details/1369?

ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo



January 31, 2014

Hachis parmentier / ჰაში პარმანტიე

მოვრჩი გამოცდებს და დავისვენე. ჰოდა მოვიცალე სამზარეულოსთვის, ოჯახისთვის და თქვენთვისაც. კარტოფილიუმის თვე გამოვაცხადე და, აჰა, ესეც კიდევ ერთი კლასიკა ფრანგული სამზარეულოდან. ჰაში ჩემი შვილის საყვარელი კერძია. მიყვარს. იმიტომ რომ იოლად იგუებს ვარიაციებს - რაც მაქვს მაცივარში ,იმას ვჯერდები-ხოლმე. თუ რამე მაკლია - წავუმატებ მეგრულ აჯიკას და გაიტანს. მთავარია ხორცი იყოს და კარტოფილი :

მასალად:
1 კგ კარტოფილი
400 გრამი საქონლის რბილი ან გატარებული ხორცი
1 თავი ხახვი
1 კბილი ნიორი
არაა აუცილებელი, გემოვნების მიხედვით, ნახევარი კონა ოხრახუში
1 კვერცხი
300 მილიგრამი რძე
მუსკატის კაკალი
მარილი და პილიპილი

კვერცხის ამოღება შეიძლება და კარაქიც თქვენი გემოვნებით დაუკელით ან მიამატეთ. ბაზა - კარტოფილის პიურე და გატარებული ხორცია. ესეც ჩემი რეცეპტი.
გათალე კარტოფილი და მოხარშე ა ლ ანგლეზ. ესე იგი, თუკი სხვა შემთხვევაში მარილიან ცხელ წყალში ვყრით ბოსტნეულს, ინგლისურ ვარიანტში ცივ, მარილიან წყალში ვაწყობთ კარტოფილს და ვხარშავთ. ადუღების მერე ცეცხლზე გააჩერე დაახლოებით 25 წუთი.
თუკი ხორცი გაქვს, ჯერ მოხარშე, მერე დააქუცმაცე და მერე გაატარე. ასე ხორცი საოცრად გემრიელია. ნელ ცეცხლზე მოთუშე წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი.  ცალკე დაჭერი წვრილად ოხრახუში. ცალკე ჯამში აურიე ხახვი, ოხრახუში, ხორცი და კვერცხი. უყავი მარილი და პილპილი გემოვნებით.
მეორე ვარიანტი: უფრო ხშირად იოლ გზას ვირჩევ. წინა უფრო გემრიელია, მაგრამ ხანდახან დრო თუ არ მყოფნის, პირდაპირ, გატარებულ ხორცს ვათავსებ ცხელ, ზეთმოსმულ ტაფაზე.
ამ შემთხვევაში, დაახლოებით 3 წუთში ვუმატებ ხახვს და ნიორს და ერთად ვშუშავ. მერე ცალკე ვამატებ ოხრახუშს და ვკმაზავ.
კარტოფილი მოიხარშა ამასობაში. გადაუწურე წყალი და გააკეთე პიურე. უკეთესია ბოსტნეულის გასატარებელში, წმინდა პიურე გამოდის. თუ არადა, როგორც აკეთებ ისე. ბოლოს უყავი ცხელი (ცხელი!!!) რძე (დაუკელი რძის რაოდენობას თუ ძალიან გათხელდა), კარაქი და კარგად ამოურიე. უყავი მარილი და მუსკატის კაკალი გემოვნებით. მუსკატი ბევრი არ მოგივიდეს, ყველა გემოს გადაფარავს.
კერამიკის ღრმა საცხობს მოუსვი კარაქი. ჩააფინე პიურეს ნახევარი. დააფინე ხორცი თანაბრად. მერე ისე კარტოფილის მეორე ნახევარი. მიასწორ- მოასწორე. შეგიძლია თავზე მოაყარო გახეხილი ყველი - ჰოლანდიური ან ემანტალი. შეაგდე 200 გრადუსზე და აცხვე შეწითლებამდე.

მიირთვი ცხელ-ცხელი.

პ.ს. თუ ეს და სხვა, გამოუქვეყნებელი რეცეპტები გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:

https://saba.com.ge/books/details/1369?

ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

January 6, 2014

Gratin dauphinois / კარტოფილის გრატანი დოფინუა

ახლა უნდა ისეთი რამის რეცეპტი მოგართვა, ერთი ნახვით კი არადა ჭამით რომ შეგიყვარდება:) გრატან დოფინუა, ანუ კარტოფილის გრატანიო :P თუ რომელიმე კერძს ფრანგულ სამზარეოლოს განუყრელ ნაწილს დავარქმევ, ეს ნადვილად კარტოფილის გრატანი იქნება. ყველა ოჯახში მზადდება და ყველგან მცირედი შესწორებებით. ესეც კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ უბრალო, მიწიერი პროდუქტები ბედნიერების ნაწილაკებს ბლომად შეიცავენ. ალე, გთავაზობ კარტოფილის გაიდეალებას იანვრის ცივ თვეში - ვიწყებ გრატანით. 

მასალად:

800 გრამი კარტოფილი კარტოფილი
ერთი თავი ხახვი
ორი კბილი ნიორი
მუსკატის კაკალი
300 მლ.  არაჟანი
300 მლ. ცხიმიანი რძე
მარილი და პილპილი

დავჭრათ კარტოფილი მრგვალ, თხელ ნაჭრებად და მოვათავსოთ ქვაბში. დავასხათ არაჟანი და რძე და წამოვადუღოთ. დავუკლოთ ცეცხლს და გავაჩეროთ  10 წუთი. ფრთხილად იყავი, კარტოფილი ძორზე არ მიგეწვას. მერე გადავიტანოთ  გრატანის ფორმაში - ფენა ფენად  - მოვაყაროთ მარილი, შავი პიმპილი, ცოტა (!) მუსკატის კაკალი მოვაფქვიოთ, მოვაჭრათ ხახვი, მე ნახევარ ხახვს ხელში ვიჭერ და ვათლი ზედვე. დავჭყლიტოთ ნიორი და ეგრე გავიმეოროთ ბოლომდე. ბოლო ფენა მარტო კარტოფილი უნდა იყოს. თავზე შეგიძლია მოაყარო რომელიმე ჰოლადიური ყველი, ან სულაც სულგუნიც არ აწყენს. მე ფრანგულ ემანტალს ვწყალობ. შედგი 180 გრადუსზე და აცხვე  მანამ, სანამ თავი არ მოიბრაწება. ფრთხილად, რძე რომ ადუღდება შეიძლება გადმოიაროს, ამიტომ გაითვალისწინე და ღუმელის ქვედა სართულზე რამე დაუხვედრე. თორემ მიიწვავს :) თავი რომ დაიბრაწება, მზადაა.

აბა :) ძაან გემრიელია, ძაან ძაან, ყველანაირ მშრალ ხორცეულს უხდება - კატლეტებზეც წავა, სოსისზეც, ბურგინიონზეც, სოუსზეც :)

პ.ს. თუ ეს და სხვა, გამოუქვეყნებელი რეცეპტები გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:

https://saba.com.ge/books/details/1369?

ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo