February 17, 2014
Crevettes à l'américaine / კრევეტები ამერიკულ სოუსში
რამდენჯერ გადაგიყრია თევზეულის ნარჩენები? მე სულ ნაგავში გადავუძახებდი ხოლმე, სანამ არ აღმოვაჩნე რომ მათ სასწაულის მოხდენა შეუძლიათ. ამერიკული სოუსი, ჩემთვის ყველაზე ფაუვერფულ სოუსია რაც კი არსებობს. ქართულად ვერაფრით ვერ გადმოვიტანე, არ ქართულდება ეს სიტყვა - powerfull - ძლიერი სოუსი რა უბედურებაა? მოკლედ, დიდი ენერგიის მატარებელია, ძლიერია და მუსლინივივით სრიალა. ეს სოუსი ნებისმიერი თევზეულისგან მზადდება და ცალკე შემწვარ თევზის ხორცს დიდებულებას მატებს, ხაზს უსვამს რათა გემო კიდევ უფრო გააძლიეროს. ფაუერ, რა! :D
500 გრამამდე კრევეტები
2 თავი ხახვი - ერთი თეთრი და ერთიც წითელი
2 კბილი ნიორი
250 გრამი ტომატის სოუსი ან 2 პამიდორი
150 მილილიტრი ღვინო
ცოტაც კონიაკი
კარაქი - ზეთი
დაფნა - ქონდარი
მარილი
გააცალე კრევეტებს კარაპასი (გამისწორეთ, თუ ბარბარიზმია) და შეინახე ცალცალკე. დაადნე კარაქი და დაუმატე ზეთი. სასურველია ზეითუნის. დააყარე ხახვი და გააოქროსფერე ნელ ცეცხლზე. დაუმატე ნიორი. მერე დაუმატე კრევეტების კარაპასები. აბა, კი არ ვხუმრობ, მართლა. ამ ნარჩენებს იმისთანა გემო აქვს, ნელ ცეცხლე უნდა გამოიყვანო და რაც შეიძლება მეტი არომატი გამოაცალო. 5 წუთი შუშე და მერე დაასხი ღვინო. დატოვე 5 წუთი. მერე დაამატე ტომატის სოუსი, დაფნა, ქონდარი, დაახურე თავზე და შუშე 15 წუთი. თავს რომ მოხდი მოასხი კონიაკი, ნახევარი არყის ჭიქა დაახლოებით და მოუკიდე ცეცხლი. დაანახშირე კრევეტები და გადაყარე. არა, :D მართლა კი არა, ვხუმრობ, თავისით ჩაქრება ნახევარ წუთში და კარგ გემოს დაუტოვებს. ნეტა კარგად მაინც თუ ვხუმრობ :პ მერე აიღე საწური და გადაწურე წვენი ცალკე მომცრო ქვაბშიმ რაც საწურით არ გადაიწურისმ ხელით დაწურე. ხახვმა, კრევეტების კარაპასმა და ყველა დანარჩენმა ღვნისა და ტომატის სოუსს კარგად გემო მისცა. ახლა ეს ნარჩენები ჩაუძახე სანაგვეში და უგემრიელესი ესენცია ცეცხლზე შემოდგი. ადუღე მანამ, სანამ სოუსის კონსისტენციას არ მიიღებს. აი, დაახლოებით კეჩუპივითმ ოდნავ უფრო თხელი უნდა იყოს. აქ, გადაიტანე სოუსი კრევეტებთან ერთად ტაფაზე და შეაცხელე. უყავი ცოტა მარილი გემოვნებით და მიირთვი ნებისმიერ გარნირთან ერთად. მე მაკარონთან ერთად გეახელი.
ამერიკული სოუსი ძალიან, ძალიან დიდი ენერგიას და არომატებს აერთიანებს. სამზარეულოს ნარჩენებს ამხელა ძალა აქვს! ამ სოუსის გაკეთება თევზეულის ნებისმიერი ნარჩენისგან შეიძლება. აბა, ბონ აპეწი !!!
პ.ს. თუ ეს და ბევრი სხვა რეცეპტი გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:
https://saba.com.ge/books/details/1369?
ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:
https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo
February 1, 2014
Salade Woody de Nonoko / სალათი ვუდი ნონოკოსგან :P
ნონოკომ ორად ორი სიტყვა დაწერა - Melinda and Melinda, ჰა სამი - ერთიც კავშირი. და მიაყოლა ეს სურათი
მე ნერწყვი მომადგა. და თუ შენც, აი, მისი სწრაფი და გემრიელი სალათი - ვუდი დავარქვი მე და შენ რაც გინდა ის დაარქვი.
დაგჭირდება:
ავოკადო
ორაგული
სალათის ფურცლები, სასურველია ნარევი
ყველი იმერული ან ფეტა
ზეითუნის ზეთი
ეს ყველაფერი გემოვნებით აურ-დაურიე და გემიმრიელად მიირთვი :პ ხო კაია?
პ.ს. ჩემი აზრით ამ ამბავს ვინეგრეტი მოუხდება და აი ჩეი რეცეპტიც:
დაგჭირდება:
ავოკადო
ორაგული
სალათის ფურცლები, სასურველია ნარევი
ყველი იმერული ან ფეტა
ზეითუნის ზეთი
ეს ყველაფერი გემოვნებით აურ-დაურიე და გემიმრიელად მიირთვი :პ ხო კაია?
პ.ს. ჩემი აზრით ამ ამბავს ვინეგრეტი მოუხდება და აი ჩეი რეცეპტიც:
შევურიოთ ერთი-ერთზე ზეითუნის ზეთი და ჩვეულებრივი ზეთი. ეს ზეითუნის ეკონომიისთვის, თანაც ზეთის შერევა ქოლესტერინს ამცირებს და კარგია. დოზები წუსტად არ ვიცი :P ჰა შევეცდები - ვთქვათ ორი სუფროს კოვზი ზეითუნი და ორიც მზესუმზირა. ჩავუმატოთ ძმარი, 2 ჩაის კოვზი ალბათ. ჩავუმატოთ 1 ჩაის კოვზით ტკბილი მდოგვი. ვუყოთ მარილი და ავთქვიფოთ. (მე ამ სოუსს ვაკეთებ ნახევარლიტრიანი ქილით, ქილას ვანჯღრევ და ასე ვთქვეფ, იოლად და მერე ვინახავ მაცივარში, ყოველდღე ხელახლა რომ არ ვაკეთო.) მოასხი მერე რა სალათასაც გინდა.
პ.ს. თუ ეს და ბევრი სხვა რეცეპტი გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:
https://saba.com.ge/books/details/1369?
ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:
https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo
პ.ს. თუ ეს და ბევრი სხვა რეცეპტი გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:
https://saba.com.ge/books/details/1369?
ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:
https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo
January 31, 2014
Hachis parmentier / ჰაში პარმანტიე
მოვრჩი გამოცდებს და დავისვენე. ჰოდა მოვიცალე სამზარეულოსთვის, ოჯახისთვის და თქვენთვისაც. კარტოფილიუმის თვე გამოვაცხადე და, აჰა, ესეც კიდევ
ერთი კლასიკა ფრანგული სამზარეულოდან. ჰაში ჩემი
შვილის საყვარელი
კერძია. მიყვარს. იმიტომ რომ
იოლად იგუებს
ვარიაციებს - რაც
მაქვს მაცივარში
,იმას ვჯერდები-ხოლმე. თუ
რამე მაკლია
- წავუმატებ მეგრულ
აჯიკას და
გაიტანს. მთავარია
ხორცი იყოს
და კარტოფილი
:პ
მასალად:
1 კგ კარტოფილი
400 გრამი საქონლის
რბილი ან გატარებული ხორცი
1 თავი ხახვი
1 კბილი ნიორი
არაა აუცილებელი,
გემოვნების მიხედვით, ნახევარი კონა ოხრახუში
1 კვერცხი
300 მილიგრამი რძე
მუსკატის კაკალი
მარილი და პილიპილი
კვერცხის ამოღება
შეიძლება და კარაქიც თქვენი გემოვნებით დაუკელით ან მიამატეთ. ბაზა - კარტოფილის პიურე
და გატარებული ხორცია. ესეც ჩემი რეცეპტი.
გათალე კარტოფილი
და მოხარშე ა ლ ანგლეზ. ესე იგი, თუკი სხვა შემთხვევაში მარილიან ცხელ წყალში ვყრით
ბოსტნეულს, ინგლისურ ვარიანტში ცივ, მარილიან წყალში ვაწყობთ კარტოფილს და ვხარშავთ.
ადუღების მერე ცეცხლზე გააჩერე დაახლოებით 25 წუთი.
თუკი ხორცი გაქვს,
ჯერ მოხარშე, მერე დააქუცმაცე და მერე გაატარე. ასე ხორცი საოცრად გემრიელია. ნელ ცეცხლზე
მოთუშე წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. ცალკე
დაჭერი წვრილად ოხრახუში. ცალკე ჯამში აურიე ხახვი, ოხრახუში, ხორცი და კვერცხი. უყავი
მარილი და პილპილი გემოვნებით.
მეორე ვარიანტი:
უფრო ხშირად იოლ გზას ვირჩევ. წინა უფრო გემრიელია, მაგრამ ხანდახან დრო თუ არ მყოფნის,
პირდაპირ, გატარებულ ხორცს ვათავსებ ცხელ, ზეთმოსმულ ტაფაზე.
ამ შემთხვევაში,
დაახლოებით 3 წუთში ვუმატებ ხახვს და ნიორს და ერთად ვშუშავ. მერე ცალკე ვამატებ ოხრახუშს
და ვკმაზავ.
კარტოფილი მოიხარშა
ამასობაში. გადაუწურე წყალი და გააკეთე პიურე. უკეთესია ბოსტნეულის გასატარებელში,
წმინდა პიურე გამოდის. თუ არადა, როგორც აკეთებ ისე. ბოლოს უყავი ცხელი (ცხელი!!!)
რძე (დაუკელი რძის რაოდენობას თუ ძალიან გათხელდა), კარაქი და კარგად ამოურიე. უყავი
მარილი და მუსკატის კაკალი გემოვნებით. მუსკატი ბევრი არ მოგივიდეს, ყველა გემოს გადაფარავს.
კერამიკის ღრმა
საცხობს მოუსვი კარაქი. ჩააფინე პიურეს ნახევარი. დააფინე ხორცი თანაბრად. მერე ისე
კარტოფილის მეორე ნახევარი. მიასწორ- მოასწორე. შეგიძლია თავზე მოაყარო გახეხილი ყველი
- ჰოლანდიური ან ემანტალი. შეაგდე 200 გრადუსზე და აცხვე შეწითლებამდე.
მიირთვი ცხელ-ცხელი.
პ.ს. თუ ეს და სხვა, გამოუქვეყნებელი რეცეპტები გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:
https://saba.com.ge/books/details/1369?
ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:
https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo
https://saba.com.ge/books/details/1369?
ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:
https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo
January 6, 2014
Gratin dauphinois / კარტოფილის გრატანი დოფინუა
ახლა
უნდა ისეთი რამის რეცეპტი მოგართვა,
ერთი ნახვით
კი არადა
ჭამით რომ შეგიყვარდება:)
გრატან დოფინუა, ანუ კარტოფილის გრატანიო
:P თუ რომელიმე კერძს ფრანგულ სამზარეოლოს განუყრელ ნაწილს დავარქმევ, ეს ნადვილად კარტოფილის გრატანი იქნება. ყველა ოჯახში მზადდება და ყველგან მცირედი შესწორებებით. ესეც კიდევ ერთხელ
დასტური იმისა,
რომ უბრალო, მიწიერი პროდუქტები ბედნიერების ნაწილაკებს ბლომად
შეიცავენ. ალე, გთავაზობ კარტოფილის გაიდეალებას იანვრის ცივ თვეში - ვიწყებ გრატანით.
მასალად:
800 გრამი კარტოფილი კარტოფილი
ერთი
თავი ხახვი
ორი
კბილი ნიორი
მუსკატის კაკალი
300
მლ. არაჟანი
300 მლ. ცხიმიანი რძე
მარილი და პილპილი
დავჭრათ კარტოფილი
მრგვალ, თხელ ნაჭრებად და მოვათავსოთ
ქვაბში. დავასხათ არაჟანი და რძე და წამოვადუღოთ. დავუკლოთ ცეცხლს და
გავაჩეროთ 10 წუთი. ფრთხილად იყავი,
კარტოფილი ძორზე არ მიგეწვას. მერე გადავიტანოთ
გრატანის ფორმაში - ფენა ფენად - მოვაყაროთ მარილი, შავი პიმპილი, ცოტა (!)
მუსკატის კაკალი მოვაფქვიოთ, მოვაჭრათ ხახვი,
მე
ნახევარ ხახვს ხელში ვიჭერ და ვათლი ზედვე. დავჭყლიტოთ ნიორი და ეგრე
გავიმეოროთ ბოლომდე. ბოლო ფენა მარტო კარტოფილი უნდა იყოს. თავზე
შეგიძლია მოაყარო რომელიმე ჰოლადიური ყველი, ან სულაც სულგუნიც არ აწყენს. მე
ფრანგულ ემანტალს ვწყალობ. შედგი 180 გრადუსზე და აცხვე მანამ, სანამ თავი არ მოიბრაწება. ფრთხილად, რძე რომ ადუღდება შეიძლება გადმოიაროს, ამიტომ გაითვალისწინე და
ღუმელის ქვედა სართულზე რამე დაუხვედრე. თორემ
მიიწვავს :) თავი რომ
დაიბრაწება, მზადაა.
აბა :) ძაან გემრიელია,
ძაან ძაან, ყველანაირ მშრალ ხორცეულს
უხდება - კატლეტებზეც წავა, სოსისზეც, ბურგინიონზეც, სოუსზეც :)
პ.ს. თუ ეს და სხვა, გამოუქვეყნებელი რეცეპტები გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:
https://saba.com.ge/books/details/1369?
ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:
https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo
https://saba.com.ge/books/details/1369?
ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:
https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo
December 30, 2013
ჩემი რეცეპტები (ელექტრონულ) წიგნად: არ მჯერა და არადა მართალია
ჯერ ხუმრობა მეგონა. მერე დიანამ მითხრა რომ სრულიად სერიოზული ამბავი იყო. ჰოდა მეც სრული სერიოზულობით მივუდექი ამ ამბავს. დავჯექ წერად რეცეპტებისად. ხელახლა დავწერე ძველი რეცეპტები და მივუმატე ბევრი ახალი.
მცირე საჭირო გადახვევა: ამასწინ კულინარიის წიგნებზე ფრანგულ ტელევიზიაში გადაცემას ვუყურე. გაანადგურეს წიგნის ავტორები - თურმე ფოტოებზე სულ გაყალბებული კერძებია. აის ფოტოები, მოხარშული ბოსტნეული ცინცხალივით რომ გამოიყურება. ჰოდა, სადღაც სიამაყით გავიფიქრე რომ თუკი ჩემი ფოტოების ხარისხი ალაგ-ალაგ მოიკოჭლებს, ყველაფერი ნამდვილია და არმოგონილი.
ასე რომ, თუ ფრანგული კულინარია გაინტერესებს, გიხსნი ქართულ და გასაგებ ენაზე. არათარგმნილ რეცეპტებს, შენ რომ ცდი და რომ გამოგივა ისეთებს, ნახავ აი აქ:
მადის გასახსნელად ნახე ფოტოები. ეს ის კერძებია, მარტო წიგნში რომ დარჩება. ბლოგზე კი შემოიხედე, ვაგრძელებ თავგადასავლებს და თებერვალში მაკარონების ეკლიან გზას უნდა შევუდგე.
(თუ დიანა ანფიმიადის "პირადი კულინარია" არ წაგიკითხავ, ესე იგი პირველწაკითხვის სიამოვნება გელის და მშურს შენი https://saba.com.ge/books/details/1070)
კარტოფილის გრატანი
მწვანე ლობიო პერსიადით
კიში პრასით და თხის ყველით
კიში ლორენი
ქათამი ბასკურად ანუ ქალბატონი ქათამი დაბრაწული და ჩაშუშული ღვინის სოუსში
აში პარმანტიე
კრევეტების და მანგოს სალათი
ვაშლის ტარტი ტატანი - საოცრებათა საოცრება
December 16, 2013
Tarte au citron meringuée / ლიმნის ტარტი ბეზეთი ან ბეზეს გარეშე
მისი ბრწყინვალება ლიმნის ტარტი! ჩემი საყვარელი ტარტი დახვეწილია და ფაქიზი, ლამაზი და თან დელიკატური. ლიმნის ფაფუკ კრემს ისეთი ძალა აქვს, ისეთი, რომ პირში ფრანგები, როგორც ამბობენ, გემოების აფეთქება ხდება. ვიცი რომ ქართულად დიდად ლამაზად არ ჟღერს, მაგრამ უკეთესი შედარება არ არსებობს - ლიმნის ტარტი ბომბია, ბომბი, დამიჯერე. ცოტა რთული რეცეპტია და ერთი ათი ტარტი მაინც გავაკეთე, სანამ ჩემი არ გავიტანე და იდეალურ რეცეპტს არ მივაგენი. სადმე რომ მიმაქვს, ყველა მეუბნება, რომ კონდიტერის გაკეთებულს გავს :)
ცომისთვის:
220 გრამი ფქვილი
120 გრამი კარგად
შერბილებული კარაქი
60 გრამი შაქრის
პუდრა
1 კვერცხი
120 გრამი ნუშის
ფქვილი, თუ არ გვაქვს ჩავანაცვლოთ ფქვილით
მწიკვით მარილი
1 კილო კაკალი
ლობიო - არ ვხუმრობ
ლიმონის კრემისათვის:
3 ყვითელი
და ერთიც მწვანე ლიმონი -
თუ პატარებია, 4 (დაახლოებით 140-160გრ წვენი ზესტთან ერთად, გააჩნია როგორი სიმჟავის გიყვარს )
130 გრამი შაქარი
3 მთლიანი კვერცხი + 3 კვერცხის გული
160 გრამი კარაქი
მწიკვით მარილი
მეოთხედი ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი ( თუ გვაქვს)
ბეზესთვის:
80 გრამი კვერცხის ცილა - 3 კვერცხის ცილა დაახლოებით
80 გრამი შაქარი
1 ლიმნის ცედრა
ცოტაც შაქრის პუდრი
ცომი:
გააცხელე
ღუმელი 170 გრადუსზე.
ყველა
ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურაზეა. აურიე ყველაფერი. ფხვიერ ცომს ნამეტანი ზელა არ უხდება-თქო. ფრთხილად იმუშავე, გააკეთე ბურთი
და შეაგდე ცომი მაცივარში 15 წუთით. ამ დოზებით 2 ტარტისდენი ცომი გამომდის. ვყოფ შუაზე
და ნახევარს ვაგდებ საყინულეში. შემდეგ ჯერზე ნახევარი საქმე მოთავებული მაქვს. მერე
გაიყვანე დარჩენილი ნაწილი 18 სანტიმეტრიანი
ფორმისთვის. დაიმახსოვრე - რაც უფრო თხელია ცომი, მით უფრო ელეგანტურია ტარტი. სქელი
ცომი ტარტს არ უხდება - ყველა სხვა გემოს ფარავს და ლიმონის კრემი სრულიად იკარგება.
ასე რომ, კარგად გააბრტყელე :) მერე მოუსვი ფორმას კარაქი, მოაყარე ოდნავ ფქვილი. დაბერტყე
ხელით, რომ ფქვილი თანაბრად გადანაწილდეს. გადაახვიე გასაყვან ჯოხზე შენი ცომი და ჩააფინე
ლამაზად. კუთხეებს მიაქციე ყურადღება, თითით ჩატკეპნე და კარგად გაიყვანე რომ სწორი
კედლები მიიღო. მერე გვერდები შემოაჭერი და ძირი დაჩხვლიტე ჩანგლით. ტარტის კედლები
დაახლოებით 2 სანტიმეტრის სიმაღლის უნდა იყოს. შემოჭრილი ცომი გასაყინ ცომს დაუმატე.
მერე ჩააფინე ფოლგა ცომზე, როგორც სურათზეა და დააყარე ლობიოს კაკლები. აი ასე:
https://saba.com.ge/books/details/1369?
თუ გინდა ახალ-ახალი რეცეპტების შესახებ ინფორმირებული იყო, დამალაიქე ფეისბუქზე - https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo
წესით
საკონდიტრო ბურთულები უნდა, მარა ლობიო და მაკარონიც გადასარევია, თანაც ბევრად იაფი.
ამ მეთოდით კარაქიანი ცომი კრემის გარეშე იწვება და გვერდები არ ჩამოდნება, მიხვდი?
მერე შეაგდე 15 წუთით ღუმელში. ყურადღება მიაქციე, ღია ოქროსფერი უნდა იყოს. შუაგული
კი თეთრი არ დარჩეს. მე 15 წუთი მერე ლობიოს მარცვლებს ვიღებ. ტარტი უკვე გამაგრებულია და თუ ცხობა აკლია, ისევ უკან ვაგდებ. კიდევ ერთხელ გაფრთხილებ, ძალიან ღია ფერის უნდა იყოს და არ დაიბრაწოს.
შენი ღუმელის მიხედვით იმოქმედე. მერე გამოიღე, გააციე და ფრთხილად ამოიღე ფორმიდან.
კრემი:
დადგი
ქვაბით წყალი ასადუღებლად (ქვაბში უნდა იყოს მესამედზე ნაკლები წყალი). ლიმონს გააცალე ცედრა, დაასხი ლიმონის წვენი, მერე ყველაფერი აურიე. დადგი ნელ
ცეცხლზე და მასას მანამ ურიე, სანამ თხელი კრემივით
არ
გახდება. ცოტა დრო მიაქვს
ამ ამბავს, არ იჩქარო. რომ გამზადდება,
გადაწურე - თუ გინდა რომ ლამაზი ფერი ქონდეს და ცედრის ნაწილაკები გააცალკევო. როგორც
ხედავ ჩემს ერთერთ ფოტოზე ცედრა დავტოვე და კრემი არ გადამიწურავს. ნელ-თბილი კრემი ჩაასხი ცომში. თავზე მოახეხე
ლიმნის ცედრა სილამაზისთვის და შედგი ტარტი მაცივარში გასაციებლად. პროცესი შეიძლება
აქვე დამთავრდეს - ტარტი ბეზეს გარეშეც გადასარევია.
ბეზე:
ათქვიფე ცილა
და ნელ-ნელა ჩაუმატე შაქარი. კარგად რომ გამაგრდება, დაუმატე ლიმნის ცედრა. ამით დაფარე
ტარტი. შეგიძლია ყვავილებადაც დაასვა. მოაფრქვიე შაქრის პუდრა პატარა საცერით და შეაგდე
200 გრადუსზე 8-10 წუთით. მერე გამორთე ღუმელი და კარი ოდნავ შეაღე. დაელოდე ასე ნელა
გაციებას რომ ბეზე არ დავარდეს.
რა თქმა უნდა ყველას ჯობს ბეზეს თავი სპეციალური აპარატით
მოწვა და chalumeau de cuisine გამოიყენო, რომელიც კრემ ბრულესთვისაც გამოგადგება
და ნორვეგიული ომლეტისთვისაც.
ახლა შენი ტარტი 1 საათით გააციე. გააფორმე ლიმნის
ცედრით და მიირთვი ახალგაკეთებული. ისიამოვნე
:)
P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:
თუ გინდა ახალ-ახალი რეცეპტების შესახებ ინფორმირებული იყო, დამალაიქე ფეისბუქზე - https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo
Subscribe to:
Posts (Atom)




