August 15, 2014

Glace à la menthe et chocolat / პიტნის და შოკოლადის ნაყინი

ცხელი ზაფხულის ყველაზე შესაფერისი რეცეპტი მოვიდა! პიტნის ნაყინი შოკოლადიც ნამცეცებით - თანაც სახლის - არა ნაყიდი, არა ინდუსტრიული, არა ესენციებით გაჯერებული. ჭამაში განა მარტო გემოა მთავარი - ტექსტურები ხომ ცალკე სიამოვნებაა. წარმოიდგინე, პიტნა რა სასიამოვნა ცხელ ამინდში - პიტნის ნაყინი ენაზე დნება. მერე შიგადაშიგ შოკოლადები კნატუნობენ. იფ იფ...

ამ ნაყინის მოსამზადებლად მივუხვ-მოვუხვევ ცოტას და იმედია ძალიან არ დაგაბნევთ. უბრალო მიზეზით - ინგრედიენტების და საჭირო აპარატის მპოვნელი საქართველოში ბევრი არ მეგულება. არ მიყვარს ისეთი რეცეპტების წერა რომლის რეალიზებაც შეუძლებელია. ვერ ვიტანდი ვერც მე რეცეპტებში ინგრედიენტების დასახელებასაც რომ ვერ ვხდებოდი, პოვნაზე რომ ლაპარაკი ზედმეტია. აბა ვცდი :)

     რამოდენიმე ვარიანტს/გადახვევას შემოგთავაზებთ :) საქმე იმაშია რომ პიტნის ნაყინი კეთდება ან პიტნის ფურცლებით, ან პიტნის სიროფით. ვწერ რეცეპტს პიტნის სიროფის რეცეპტით, რასაც მე ვაკეთებ ძირითადად, და გვერდით ვუთითებ როგორ უნდა გაკეთდეს პიტნის ფოთლებით.

ნახევარი ლიტრი ცხმიანი რძე (თუ სიროფის გარეშე აკეთებთ, ოდნავ მეტი რძე 700 ლიტრი)
3 კვერცხის გული
100 გრამი შაქარი (თუ სიროფის გარეშე აკეთებთ 150 გრამი)
70 გრამი შავი შოკოლადიან
200 გრამი პიტნის სიროფი ან 10-12 ღერი პიტნა

    (თუ პიტნას ნატურალურად გამოიყენებთ, გემო ექნება გადასარევი, მაგრამ ფერი არ ექნება ისეთი ცოცხალი როგორც სიროფის შემთხვევაში. სამაგიეროდ ბუნერბივი იქნება :))

    ვთქვეფთ კვერცხ შაქართან ერთად გათეთრებამდე. მივიყვანოთ რძე ადუღებამდე და ცეცხლს დავუკლოთ. დაახლოებით ვინც იცის, ინგლისური კრემის მაგვარად კეთდება. რძე ადუღების პირას უნდა იყოს და არ კი დუღდეს. ვასხამთ გოგლი მოგლს რძეში და ვურევთ. უნდა რძე სუუულ ოდნავ შესქელდეს (ფოტო 2), სუუულ ოდნავ : ) აქ, თუ სიროფით აკეთებთ, ჩაუმატეთ სიროფი და თუ პიტნის ფოთლებით, პიტნა და გადმოდგით ცეცხლიდან.

    გააცივეთ რამოდენიმე საათი მაცივარში. ამასობაში ვჭრით შოკოლადს მსხვილად. 6 საათის მერე მიღებული მასა ჩაასხით აისმეიქერში, თუ გაქვთ. ატრიალეთ ნახევარი საათი და ჩაუმატეთ შოკოლადი. ატრიალეთ კიდევ ნახევარი საათი და შედგით საყინულეში.

    თუ არ გავქთ აპარატი, გაციების შემდეგ ვდგამთ მაცივარში ნაყინს და ვურევთ ხშირად პირველი რამოდენიმე საათის განმავლობაში. 2 საათში ჩაუმატეთ შოკოლადი და კარგად ამოურიეთ. ამორევის მიზანია რომ ნაყინი არ შეიკრას კრისტალებად. ამოიღეთ მერე ბურთულებად და გემრიელად მიირთვით :) ესეც სახლის ნაყინი :)



P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:

https://saba.com.ge/books/details/1369?

თუ გინდა ახალ-ახალი რეცეპტების შესახებ ინფორმირებული იყო, დამალაიქე ფეისბუქზე - https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

August 10, 2014

Tarte abricot amandine / გარგარის ტარტი ნუშის კრემით

ნამცხვრებში ძალიან პრეტენზიული ვარ. არ მიყვარს მძიმე-მძიმე რეცეპტები: ბევრი ცომი და ბევრი კრემი. მიყვარს ყველაფერი რაც მჟავეა, ფხვიერი და ნაკლებ ცომიანი. რაღა თქმა უნდა ვგიჟდები ტარტებზე. რა ჯობია ზაფხულობით ტარტს? ხილს სეზონის მიხედვით ვარჩევ და გაგიხარია, ვატარებ ექსპერიმენტებს. ესეც, ჩემი ბოლო ექსპერიმენტი. სტუმრად წავიღე და იქ დავტესტე. შედეგი - გადასარევი. ცხობაში გარგარი მომჟავო გემოს იძენს, სწორედ ისეთს, მე რომ მიყვარს. ნუშის კრემი ზედ აკვდება. საერთოდ, ფხვიერ ცომშიც ცოტაოდენ ნუშს ვურევ და არ ვიცი


რატომ, მაგრამ ნუშის და კარაქის შეხმატკბილება პირდაპირ გულს მიჩუყებს ხოლმე. ისეთი ემოციური ნარევია. მოკლედ, ჩემს დას მონატრებული ქმრისთვის უნდა ამ ტარტის გამოცხობა და  - ეთ, ესეც შენ, გარგარის ტარტი - მოგიძღვენი. მერე შედეგები დაგვიშეარე :პ







27 სანტიმეტრი რადიუსის ტარტისთვის
ფხვიერი ცომი - რეცეპტი იხილეთ აქ:

ნუშის კრემი:
3 კვერცხი
70 გრამი ნუშის ფქვილი
130 გრამი შაქარი
120 გრამი შერბილებული კარაქი
10 გრამი მაისენა ან კარტოფილის ფქვილი - სავალდებულო არაა

გარგარის შიგთავსთვის:
1 კგ გარგარი
ცოტა შაქარი თავზე მოსაყრელად

დაიწყე ფხვიერი ცომის მოზელით. გამოაცხვე ტარტის ძირი იმ წესით რომელიც მითითებულია ზემოთა ლინკში. იმის გათვალისწინებით, რომ ცომი ღუმელში ისევ შებრუნდება. ანუ, შეგიძლია ოდნავ ნაკლებად გამოაცხო. როცა მზადაა, გაგრილება ადროვე.

ამასობაში აურიე კრემის ინგრედიენტები სანამ ერთგვაროვან მასას არ მიღებ.

ცალკე, გააცხელე ღუმელი 220 გრადუსზე. გამოაცალე კურკა გარგარს. მანამდე გარეცვხა თავისთავად. დააწყვე ბრტყელ ფორმაში, ისე რომ გაჭრილი მხარე იყოს ზევით. მოაყარე ცოტა შაქარი და შეაგდე 10-იოდ წუთით ღუმელში. გარგარი უნდა შეწითლდეს და შეიბრაწოს. მერე გამოიღე. გამოაცალე წვენი - რაც მე კრემში შევურიე. სავალდებულო არაა.

დაუკელი ღუმელს 180 გრადუსზე. ტარტის ცომში მოათავსე ჯერ ნუშის კრემი. მერე გარგარი ჩააწყვე. შეაბრძანე ტარტი ღუმელში 15 წუთით.

მერე გააციე, თავზე გასაფორმებლად ნუშის ფქვილი მოაყარე და ისიამოვნე :P

P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:

https://saba.com.ge/books/details/1369?

თუ გინდა ახალ-ახალი რეცეპტების შესახებ ინფორმირებული იყო, დამალაიქე ფეისბუქზე - https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo