December 18, 2014

Mayonnaise / მაიონეზი

ვერ ვიტან ნაყიდ მაიონეზს. გრრრრ. ცუდად ვხდები. სახლის მაიოს კი რა ჯობს - ათასნაირად შეგიძლია შეალამაზო მწვანილებით, სუნელებით და მიატანო კაი მწვადს. კი, ხორცს უხდება. აბა მაიონეზიან სალათს მე არ ვცნობ :პ
მოკლედ, ესეც ჩემი დედამთილის რეცეპტი. ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ ერთი ორი ტექნიკური დეტალის ცოდნაა საჭირო. თუ რომელიმე ეტაპი გამოტოვე, მაიონეზი არ ამოვა. გამოთქმაცაა ფრანგული, მაიონეზი არ ამოვიდაო = ე.ი. ურთიერთობა ვერ შედგაო :პ ჰოდა, ჩემი და შენი ურთიერთობა კაი ხნის ამოსულ-გამოსულია და ამ რეცეპტით რომ დაგივიწყე იმის პატიებას ვითხოვ :პ


მასალა:

1 კვერცხის გული
2 კარგად სავსე ჩაის კოვზი ტკბილი მდოგვი
1 ჭიქისდენი დაახლოებით მზესუმზირას ზეთი
ნახევარი ჩაის კოვზი ძმარი
მარილი
პილპილი
მიქსერი





გააცალკევე გული და ცილა. მოათავსე კვერცხის გული და მდოგვი ერთად და დაიწყე თქვეფა. ცოტათი რომ ამოვა, ზეთის დამატება დაიწყე ნელ-ნელა. დაახლოებით ისე, როგორც ამ ნაწვალებ ვიდეოშია.



ზეთის დამატებებს შორის მინიმუმ ნახევარწუთიანი პაუზები გააკეთე და ასე ცოტ-ცოტაობით შეურიე ზეთი. ნელ-ნელა მაიონეზი ამოვა. ესეც მეორე ვიდეო. შუა პროცესში.



ზეთს ხანდახან ნაკლებს ვუშვები, მოკლედ უფრო თვალის ზომით :პ ბოლოში შემთბარი ცოტაოდენი ძმარი უყავი. + მარილი + პილპილი და ეგაა. საბოლოოდ აი, ასეთი ტექსტურა უნდა მიიღო.


მე მგონი ზედეტი ვიდეოებია :პ მოკლედ, დაღამდა ამასობაში და ჩანს ვიდეოზეც :პ ახლა წავედი, ბურგუნდიოული ფონდიუ (fondue bourguignon) უნდა ვჭამო. ეს მაიონეზსაც საფონდუედ გავაკეთე და ახლა მალევე გეახლები. მაგარი რამეა ბურგუნდიული ფონდიუ - ძროხის ხორცის ურბილესი და უსაუკეთესოესი (მომსპობენ ქართული ენის დამცველები) ნაჭრებია და ნაკუწ-ნაკუწ, დიდი ჩანგლით შუა სუფრაზე დაგმულ მდუღარე ზეთში ვწვავთ. მერე სხვადასხვა სოუსებში ვაწობთ და ვჭამთ. რა გვენაღვლება :პ


აბა ჰე!

პ.ს. თუ ეს და ბევრი სხვა რეცეპტი გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:

https://saba.com.ge/books/details/1369?

ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

No comments:

Post a Comment