ეს პოსტი სამზარეულოს ეხება. მხოლოდ ვისთვის ირიბად და ვისთვის პირდაპირ. ასე რომ, რეცეპტები ცოტას მოიცდის. ახლა სირბილის ამბავი უნდა მოვყვე, რომ მერე დავჯდე და კარგად მივირთვა.
აჭარულად რომ ვთქვა, საფრანგეთში რომ ჩამოვბლაყუნდი დაახლოებით მაშინ დავიწყე სირბილი, აქ-იქ და არასერიოზულად. მერე, სამსახურის ძიება დავიწყე. ჯერ ჰაი ოფინიონები მქონდა საკუთარ თავზე და დავგზავნე მსოფლიო მედიებში, არიქა, ლიონში ვარ და თუ დაგჭირდეთ ჩემი თავი გენაცვალოთო. მერე ევრონიუსმა რომ სამსახური შემომთავაზა და დამიწუნა, რუსულში აქცენტი გააქო - ვითომ კი გავიკვირვე, მარა ვისაც ჩემი რუსული აქვს მოსმენილი, მიხვდება რა ვიწვალე ერთი ორი წუთი - ვერ დავმალე ბოლოს. ჩავიქნიე ხელი და გავიხედ გამოვიხედე, სადაა სამსახური თქო.
ოკ, ოკ, შევეგუე რომ არ დადგებოდა ჩემგან პუჟადასი. ფრანგული ტოკ შოუს წამყვანია.
დავიწყე ფეხსაცმელების გაყიდვა კაი ხალხთან ერთად კაი მაღაზიაში შრომა. თან ერთი წყვილი ჩექმაც მაჩუქეს, როგორც გამყიდველს. ყველაზე ძვირი ამოვირჩიე. ბარემ ეგდოს, ჭამას მაინც არ მთხოვს თქო.
აქა იქ სირბილს სამზარეულოს სიყვარული დაემატა. ეს ორივე ადრეც მჭირდა, მაგრამ საფრანგეთმა სხვა მადა გამიხსნა. კაი სმა ჭამა ჩემი ბიან ეტღისთვის ანუ ბედნიერებისთვის განუყოფელ ნაწილად იქნა.
მერე სრული დატვირთვით დავიწყე მუშაობა სულ სხვა მაღაზიაში და ძალიან ცუდ ხალხთან. ვყიდე გარანტიები და ცუდი ხარისხის სარეცხი მანქანები. და პირველადაც დავრუნდი საქართველოში 2012-ში. ვნახე ჩემი მასკ-დალეული და ზამინისტრა დაქალ-ძმაკაცები. დავბრუნდი კევინასთან მაღაზიაში და გავხდი ცუდად. ეს სადა ვარ თქო.
ერთ დღესაც კლიენტს ვეჩხუბე, დღეს არ გვქონდა დაგეგმილი შენი დასაწვავი მაცივრის მოტანაო და იმანდ მიტხრა, 80 წლისა ვარ, რომ მოვკვდე უმაცივროდ შენი ბრალი იქნებაო. არც ვაციე არც ვაცხელე, ვტაცე ურკას ხელი და მივუშავე კრუა-რუსის აღმა - ჩაღმა გზაზე ეს მაცივარი. გადირია კევინი მარა ვერ გამომტაცა მაცივარი ხელიდან. ერთი კილომეტრი კი ვათრიემ მეტი თუ არა.
მთავარი ისაა, რომ ტიპმა მადლობაც არ მითხრა. ის კი არადა მომვლელი ქალი გააფრთხილა, ხელი არ მოუკიდო მაგ მაცივარზე, რო გატყდეს ჩვენ დაგვბრალდებაო, კიბეებზე. ჰოლდენის არ იყოს, შეხედავ მოხუცია და ასეთ რამეს თუ იკადრებს ვერ წაროიდგენ. ახლა წარმომიდგინე, პატარა ვარ, მეტრა 65. ვათრევ ორკარიან 1,75 მაცივარს კიბეებზე.
ჰოდა გამოვედი ამ შენი ურმით ქუჩაში, ჩამოვჯექი და კოელიოს არ იყოს ავტირდი. საღამოს სარკეში რომ შევიხედე უფრო ავტირდი. ჩაღამებული თვალები, მოუვლელი სხეული, როგორ ვერ ვიტან რბილ-რბილ ბარძაყებს და მკლავებს.
მესამე დღეს გამოვუცხადე ოლივიეს ჩემი საიდუმლო გადაწყვეტილება - უნდა გავხდე ინგლისურის მასწავლებელიო. იმან არ დამიჯერა. დიპლომი შენ არ გაქვსო, ფრანგულის ენის სერტიფიკატი შენ არ გაქვსო, დრო კიდე მითუმეტესო და... ისე კაი გოგო ხარ, შენი მჯერაო.
და დავიწყე სირბილი. დავიწყე სირბილი თავის მოსავლელად. მე ამას ვიმსახურებ - სხვა შეძახილებს შორის ვეუბნებოდი ჩემს თავს სირბილისას. ეს დრო ჩემია. მარტო ჩემი. არც შვილის, არც ქმრის, არც სამსახურის. ჩემი.
სირბილი დავიწყე და ახლა არ მითხრა დრო არ მაქვსო. არავინ არ გაბედოს. 6 დღეს ვმუშაობდი. ოღონდ მართლა, ხუმრობა იქეთ იყოს და მივხვდი, ვეცემოდი და სირბილი მჭირდებოდა, მჭირდებოდა როგორც საყრდენი ფეხზე დასადგომად. რომ ჩემი თავისთვის დამეჯერებინა, ამდენი ბჟუტური რომ სიმართლე გახდებოდა ერთ დღეს. მიზანი: ყოველ დღე უნდა მერბინა. ყოველ დღე უნდა მემეცადინა ფრანგული - ინგლისური ქე დამავიწყდა ამასობაში. ყოველდღე უნდა გამეყიდა ათასი ჟანგიანი აპარატურა. ყოველდღე უნდა ვყოფილიყავი დედა, ცოლი, ქალი, გამყიდველი. ყოველდღე ვამოწმედი ჩემი შვილის გაკვეთილებს. 3 მეტროს გაჩერების გადაჯდომაში ვმეცადინეობდი. შესვენებისას დავრბოდი. თან საჭმელს ვაკეთებდი, ოლივიეს დახმარებით რა თქმა უნდა.
თავიდან გამიჭირდა სირბილი. მუსიკა შველის ძალიან. ფეხსაცმელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კიდევ ლიფს. :პ ქალებისთვის. მკერდის მჭიდროდ დგომა სპორტული ლიფით აუცილებელია. თუ გვერდში წერტილი აგტკივდა, ესე იგი არასწორად სუნთქავ. ან არ გახურდი და ისე დაეტაკე. დაიმახსოვრე - სიჩქარეს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია დროში გაძლება. ჯობს ნელა ირბინო და მეტხანს ვიდრე სწრაფად და ძალიან დაიღალო.
აპრილში ფრანგულის სერტიფიკატი ავიღე.
გავაგრძელე სირბილი. ნელ ნელა 45 წუთზე ავედი. მუცელი დამეკუნთა. მხრებიც. სულ არ ვიცოდი რომ სირბილით მუცელიც კუნთებოდა. თურმე კი.
თუ გარეთ გასვლა მეზარებოდა, კარდიო ვარჯიშებს ვაკეთებდი. რეებს? იავიცი. აც მინახავს ოდესმე და თვალი მომკირავს. მერე ვიყიდე ლახტი. და დავიწყე ხტუნაობა.
https://www.youtube.com/watch?v=oWKZQGBnql8
აი, მაგალითიც, თუ რამე.
მაისში მოვაგროვე წვალებით საბუთები და შევიტანი - სორბონა და ლიონი. ყველგან რომ ვრეკავდი მეუბნებოდნენ რომ არანაირი შანსი არ მქონდა და უკვირდათ - არ გინდათ ჟურნალისტიკა?
მე დავრბოდი. დავრბოდი ყოველდღე. და ვუკურთხებდი ყველას - ჯეკ, შენა ვერ გაიგე მაქვს ეგ დიპლომები ჟურნალისტიკაში და ფრანგს შევეჯირბო წერაში ეხლა? კარდიო ვარჯიშისას ვბოქსინგობდი სარკის წინ - კევინ, შენ ასე და შენ ისე.
ივნისში სამსახურიდან წესეირად წასვლა მინდოდა<
ხო. ძაან ვიწვალე, არ უნდოდათ ჩემი გაშვება, მაგრამ მოვახერხე.
ვირბინე, ვირბინე, ვირბინე. ვიყიდე ახალი ბოტასები. ვიპოვე მეგობრები ვინც დარბოდნენ. ჩემი სხეული შემიყვარდა. რაც მთავარია - თავის დადანაშაულების გარეშე ვჭამდი.
ივლისში წამოვედი სამსახურიდან.
გადავირიე ნერვიულობით, უნივერსიტეტებზე ლოდინით. ვირბინე და ვირბინე. ამასობაში შევამჩნიე რომ 2 კილო მოვიმატე. მერე ბევრი ვიკითხე, როგორ შეილება არცერთი შარვალი არ დაგიპატარავდეს და თან მოიმატო? ჰოდა აღმოვაჩინე, რომ კუნთი ბევრად მეტს იწონის ვიდრე ცხიმი. შესაბამისად, დასასუსტებლად სირბილი დიდი სისულელეა. სპორტი უბრალოდ ჟანსაღი ცხოვრების წესია. მეტი არაფერი. ამაზე მეტი რაღა უნდა იყოს?
ივლისის შუა რიცხვებში ერთი-მეორეს მიყოლებით მოვიდა უნივერსიტეტებიდან პასუხები - ყველგან მიმიღეს. ავირჩიე ლიონი. წელს ვამთავრებ.
ოკ, ოკ. შევეგუე რომ არ ვარ მეტრო ოთხმოცი. 30 წლის ასაკში მოზარდის კომლექსები გადალახულია, საკუთარი თავი მსოფლიოში ყველაზე უშნოდ აღარ მეჩვენება. ანუ, ვიღებ ისეთს როგორიც ვარ. როგორღაც შევეგუე რომ არ მაქვს 95 სამტიმეტრი მკრედი. იმასაც რომ ორსულობამ სტრიები დამიტოვა. იმასაც, რომ მაქვს გვერდები.
სამაგიროდ ვიცი, რომ მაქვს მკვრივი ფეხები და დაკუნთული მხრები - და დიახ, ეს მგონია ძალიან მიმზიდველი. ვჭამ თითქმის რასაც მინდა. ოღონდ ვიცი, რომ ყველა ჯერზე ვჭამ სალათს. თუ მოკლება მინდა ცოტათი, ვსვამ ბევრ ჩაის და გავარტყი დიეტას. მაინც უეჭველი მოიმატებ.
სირბილს ცოტა მოვუკელი. მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც დავრბივარ. ახლა ორჯერ ვცდილობ გავიდე და ცოტაც ვივარჯიშო. იოგა გამომრჩა, სხვა დროს იყოს. ერთ კია- სირბილი დამეხმარა ეს მძიმე პერიოდი გადამელახა. ნამდვილად დამეხმარა. თუ ცოტა ვერა ვარ, ვიცი ჩემი თერაპია - სირბილი და თავზე შემოძახება - მე შემიძლია! ახლა დისერტაციაზე ვარ მიჭიდებული და საყრდენი ისევ მჭირდება. სულ მჭირდება პრინციპში. თან გავაწყვიტე რომ არ შევუერთდები ევროპელი ქალების 70 პროსენტს და არ დავკარგავ კუნთების 70 პროცენტს 30-იდან 50 წლამე. მე ვწყვეტ ვინ ვიქნები. მე ვირბენ.
პ.ს. თუ კაი რეცეპტსაც ეძებ გზად, მიბრძანდი საბაზე:
https://saba.com.ge/books/details/1369?ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo