March 9, 2014

Gâteau de semoule au caramel / ბურღულის ნამცხვარი კარამელით





ძალიან სასაცილო ისტორიაა პირველად რომ ბურღულის ნამცხვარი გავაკეთე. ჩემი ქმარი მეხვეწებოდა, სემულის ნამცხვრის რეცეპტი იშოვე და გამიკეთეო. ვყვარობო ძაანო. ჰოდა სადაბადებისდღეოდ ვიფიქრე გავუმზადებ. მასალაში ეს სემული მჭირდებოდა, კი არ ვიცოდი რა არის. გამომიღო ოლივიემ რაღაც, ჰოდა ეს არიო. კარგი მეთქი. დავიწყე კეთება და ფაფისმაგვარი რამ კეთდება თავიდან. ბიჭოს, გემო გავუსინჯო. ერთიც ვნახოთ, "მანი ქაში" არაა? :D მანა ყოფილა თავნაფქვი ბურღული ქართულად და ქაში კიდე ხო ფაფაა, რა თქმა უნდა, მარა ბავშვობაში ასე ვეძახდი. და ვერ ვიტანდი :)  ნამცხვარი კი ძალიან გემრიელია. უხდება კარამელის გემო, და ყავასთან, დილით პირდაპირ მისწრებაა. აი რეცეპტიიიც

200 გრამი თავნაფქავი ბურღული
1 ლიტრი რძე
200 გრამი შაქარი
3 კვერცხის გული
ვანილი
100 გრამი არაჟანი
100 გრამი კარაქი
მწიკვი მარილი
200 გრამი ქიშმიში
პატარა ჭიქით რომი
+ კარამელი
100 გრამი შაქარი



ავადუღოთ რძე შაქართან ერთად. ჩავურიოთ ვანილი და მარილი. ადუღების შემდეგ ვუყოთ ბურღული და 10 წუთი ვაშუშოთ. თან სულ ვურიოთ, თორემ მიიკრავს. ახლა გადმოდგი ეგა და გააგრილე. ამასობაში დამდნარი ან შერბილებული კარაქი ათქვიფე ნაღებთან ერთად. შეათქვიფე კვერცხის გული სათითაოდ.
ქიშიმშებს მე ოდნავ ნაკლებს ვუშვები, 200 გრამი ნამეტანია, მაგრამ საერთოდ ყოველგვარ ნამცხვარში გამოყენებამდე კარგია თუ "დაასიევბ" ქიშმიშებს. ამისათვის უბრალოდ ცხელ წყალში ჩაყარე და 5 წუთი გააჩერე. შემდეგ გადაწურე და ეგაა. უფრო რბილიც იქნება. მოკლედ ჩაუმატე ეს შენი ქიშმიში ფაფაში, ათქვეფილი მასაც მიაყოლე და ჩაუმატე რომი. რომი თუ არ გაქვს ქვეყანა არ დაიქცევა. საერთოდაც შეგიძლია კარაქის და არაჟნის ნაწილი სულ ამოიღო, თუ გინდა რომ ნაკლებ ცხიმიანი იყოს. 
ძაან გადავუხვიე ახლა მე. მოკლედ ეს ყველაფერი რომ ერთმანეთში აირევა, მოამზადე კარამელი.  შაქარს დაასხით 3 სუფრის კოვზი წყალი, შეგიძლია უყო რამოდენიმე წვეთი ლიმონი და ადუღეთ გაიქროსფერებამდე. კარამელი მოასხი ფორმას, ცოტა დაელოდე რომ გამაგრდეს და მოასხი ცომი. თავი კარგად მოუსწორე და გამოაცხვე 200 გრადუსზე, 15 წუთით. გააცივე და გემრიელად მიირთვი :P 

ძალიან გემრიელია

პ.ს. თუ ეს და ბევრი სხვა რეცეპტი გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:

https://saba.com.ge/books/details/1369?

ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

No comments:

Post a Comment