March 26, 2014

Gratin de poireaux au jambon / პრასის გრატანი ლორით




მიყვარს პრასი. ადრე კარგად არ ვიცნობდი, ახლა სულ უფრო და უფრო ვიყენებ და ვაფასებ. ძირითადად სუპებს უხდება და გუშინ მომინდა რამე უფრო განსხვავებული გამეკეთებინა. შედეგით ყველა კმაყოფილი იყო - თვით ჩემი 11 წლის შვილიც, რომელიც როგორც წესი ამრეზით უყურებს ბოსტნეულს. ლორი და პრასი ერთმანეთს ძალიან უხდება. ჩემი დედამთილის ბეშამელი კი ორივე პროდუქტს შესანიშნავად ამრგვალებს, აერთიანებს. 

ეს რეცეპტი ნანა სატონს ეძღვნება - ესეც შენი ბეშამელი და მისი გამოყენების ერთერთი გზა მრავალთანაგ <3 :="" div="" nbsp="">

მასალად:
3 თავი დიდი პრასი - თუ ქართული 15 ძირი მაინც
4 ნაჭერი მოხარშული ლორი
ყველი თავზე მოსაყრელად - ნებისმიერი ჰოლადიური, ემანტალის ტიპის

+ ბეშამელი:

1 ჩაის კოვზი კარაქი
რძე რამდენსაც მოითხოვს
2 სუფრის კოვზი ფქვილი
მარილი
მუსკადის კაკალი

ჩართე ღუმელი 200 გრადუსზე.


 1. - დაჭერი პრასი და ჩაყარე მდუღარე, მარილიან წყალში. აქ ასეთი უზარმაზარი პრასებია. დიდ პრასი 10-15 წუთში იხაშება. ქართული თქვენ უკეთ გეცოდინებათ.
 2. დაიწყე ბეშამელი. დაბალ ცეცხლზე დაადნე 2 სუფრის კოვზი კარაქი - მე მარილიანი ავიღე  და ამ შემთხვევაში მარილი აღარ დამიმატებია - დაუმატე 2 სუფრის კოვზი ფქვილი. ურიე და არ მიატოვო. არ უნდა შეწითლდეს.
3. აქ დაუმატე ცივი რძე. კარგად ამოურიე რომ არ დაკურკუტდეს. დაახლოებით ერთი ჭიქა რძე უნდა ჩაუმატო, ან ცოტა მეტი. სისქის მიხედვით. 10 წუთი მაინც უნდა. 



 4 . მოახეხე მუსკადის კაკალი გემოვნებით. ერთია - ბევრი თუ მოგივიდა მუსკატი ყველა სსხვა გემოს გადაფარავს. აუცილებლად გასინჯე და ისე იმოქმედე. უყავი მარილიც და გადმოდგი. თუ კურკუტები აქვს - გადაწურე, ვის არ მოსვლია.
 5. ამასობაში მოიხარშა პრასი. გადაწურე.


 6. აიღე ნახევარი ლორის ნაჭერი, ხელში კარგად გადაწურე პრასი და გაახვიე.
 როგორც ხედავ, ცოტა პრასი მქონდა და ნახევარი ადგილი ცარიელი დამრჩა :პ
 მოასხი ბეშამელი.

 მოახეხე ყველი და აცხე შეწითლებამდე.

  მერე მიირთვი გემრიელად - თითებს დააკვნეტ ისეთი გემრიელია. სალათის ჭამაც არ დაგავიწყდეს, ხილიც დააყოლე და ესეც შენი დაბალანსებული კვება. 

პ.ს. თუ სხვა რეცეპტსაც ეძებ გზად,  მიბრძანდი საბაზე:

https://saba.com.ge/books/details/1369?

ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

No comments:

Post a Comment