პ.ს. ვისაც პაატას მარწყვივით ლექსები უნდა, ნახავს აი აქ:
http://www.demo.ge/index.php?do=fullavtor&id=15
მასალად:
500 გრამი მარწყვი
1 პომიდორი
200 გრამი ნაღები
50 გრამი შაქრის პუდრა
2 სუფრის კოვზი შაქარის ფხვნილი
20 ფოთოლი ბაზილიკა
1,5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
მომზადება:
მოამზადე ყველა ინგრედიენტი. შედგი ჯამი, მიქსერის ჩხრები და ნაღები საყინულეში. მოგვიანებით, შანტილისთვის ყველა ინგრედიენტი ცივი უნდა იყოს. ნუ ახლა, ნაღები გაყინული არ უნდა იყოს - უბრალოდ ძალიან ცივი თუ არაა, არაფრით არ ამოვა.
ცალკე, შეინახე 100 გრამი მარწყვი გასაფორმებლად. დანარჩენი დააბლედერე ნახევარ პომიდორთან, ზეითუნის ზეთსა და ბაზილიკის 10 ფურცლეთან ერთად. დაუმატე შაქარი და შედგი მაცივარში გასაციებლად.
დაჭერი გადანახული მარწყვი და პომიდორი და ჩააფინე ჭიქებში. დაასხი მარწყვის გასპაჩო და შეაწყვე მაცივარში.
დაჭერი დარჩენილი ბაზილიკა ძაააალიან წვრილად.
ცალკე მოამზადე შანტილი. გამოიღე საყინულიდან ცივი ჯამი,ცივი მიქსერის ჩხირები. ასევე, საყინულიდან ახლადგამობრძანებული ცივი ნაღები და ათქვიფე შანტილი. შანტილი მთელი საიდუმლო ცივი ინგრედიენტებია. ათქვიფე გამაგრებამდე. დააყარე შაქარი და წვრილად დაჭრილი ბაზილიკა.
გატანის წინ, მორთე გასპაჩო შანტილით, ცოტაოდენი მარწყვით და მიირთვი გემრიელად.
პ.ს. კრემის სიცივეს სხვებს ვასწავლი და მე თავად დამემრთა. არ ამოვიდა ჩემი შანტილი. ვნახე რომ კრემი არაა ცივი. თქვიფე მერე რამდენიც გინდა, არაფრით არ ამოვა, ჯიუტია. ავდექი და მიღებული მასა საყინულეში შევაგდე. რომ გამოვიღე, იყო პარფესავეთ - ნაყინსა და კრემს შორის დესერტია. ასეა, სამზაეულოში გამოსავალი ყოველთვის არესბობს!
მომინდა. არადა დიდი მემარწყვე არ ვარ :) დღეს თუ სახლში წავედი დროულად, გავაკეთებ და მოგწერ, რა გამომივა ^_^
ReplyDeleteრა სასიამოვნოა :) აუცილებლად მოიწერე )
Deleteთინი მოვდივარ გასასინჯად -)))
ReplyDelete