August 15, 2014

Glace à la menthe et chocolat / პიტნის და შოკოლადის ნაყინი

ცხელი ზაფხულის ყველაზე შესაფერისი რეცეპტი მოვიდა! პიტნის ნაყინი შოკოლადიც ნამცეცებით - თანაც სახლის - არა ნაყიდი, არა ინდუსტრიული, არა ესენციებით გაჯერებული. ჭამაში განა მარტო გემოა მთავარი - ტექსტურები ხომ ცალკე სიამოვნებაა. წარმოიდგინე, პიტნა რა სასიამოვნა ცხელ ამინდში - პიტნის ნაყინი ენაზე დნება. მერე შიგადაშიგ შოკოლადები კნატუნობენ. იფ იფ...

ამ ნაყინის მოსამზადებლად მივუხვ-მოვუხვევ ცოტას და იმედია ძალიან არ დაგაბნევთ. უბრალო მიზეზით - ინგრედიენტების და საჭირო აპარატის მპოვნელი საქართველოში ბევრი არ მეგულება. არ მიყვარს ისეთი რეცეპტების წერა რომლის რეალიზებაც შეუძლებელია. ვერ ვიტანდი ვერც მე რეცეპტებში ინგრედიენტების დასახელებასაც რომ ვერ ვხდებოდი, პოვნაზე რომ ლაპარაკი ზედმეტია. აბა ვცდი :)

     რამოდენიმე ვარიანტს/გადახვევას შემოგთავაზებთ :) საქმე იმაშია რომ პიტნის ნაყინი კეთდება ან პიტნის ფურცლებით, ან პიტნის სიროფით. ვწერ რეცეპტს პიტნის სიროფის რეცეპტით, რასაც მე ვაკეთებ ძირითადად, და გვერდით ვუთითებ როგორ უნდა გაკეთდეს პიტნის ფოთლებით.

ნახევარი ლიტრი ცხმიანი რძე (თუ სიროფის გარეშე აკეთებთ, ოდნავ მეტი რძე 700 ლიტრი)
3 კვერცხის გული
100 გრამი შაქარი (თუ სიროფის გარეშე აკეთებთ 150 გრამი)
70 გრამი შავი შოკოლადიან
200 გრამი პიტნის სიროფი ან 10-12 ღერი პიტნა

    (თუ პიტნას ნატურალურად გამოიყენებთ, გემო ექნება გადასარევი, მაგრამ ფერი არ ექნება ისეთი ცოცხალი როგორც სიროფის შემთხვევაში. სამაგიეროდ ბუნერბივი იქნება :))

    ვთქვეფთ კვერცხ შაქართან ერთად გათეთრებამდე. მივიყვანოთ რძე ადუღებამდე და ცეცხლს დავუკლოთ. დაახლოებით ვინც იცის, ინგლისური კრემის მაგვარად კეთდება. რძე ადუღების პირას უნდა იყოს და არ კი დუღდეს. ვასხამთ გოგლი მოგლს რძეში და ვურევთ. უნდა რძე სუუულ ოდნავ შესქელდეს (ფოტო 2), სუუულ ოდნავ : ) აქ, თუ სიროფით აკეთებთ, ჩაუმატეთ სიროფი და თუ პიტნის ფოთლებით, პიტნა და გადმოდგით ცეცხლიდან.

    გააცივეთ რამოდენიმე საათი მაცივარში. ამასობაში ვჭრით შოკოლადს მსხვილად. 6 საათის მერე მიღებული მასა ჩაასხით აისმეიქერში, თუ გაქვთ. ატრიალეთ ნახევარი საათი და ჩაუმატეთ შოკოლადი. ატრიალეთ კიდევ ნახევარი საათი და შედგით საყინულეში.

    თუ არ გავქთ აპარატი, გაციების შემდეგ ვდგამთ მაცივარში ნაყინს და ვურევთ ხშირად პირველი რამოდენიმე საათის განმავლობაში. 2 საათში ჩაუმატეთ შოკოლადი და კარგად ამოურიეთ. ამორევის მიზანია რომ ნაყინი არ შეიკრას კრისტალებად. ამოიღეთ მერე ბურთულებად და გემრიელად მიირთვით :) ესეც სახლის ნაყინი :)



P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:

https://saba.com.ge/books/details/1369?

თუ გინდა ახალ-ახალი რეცეპტების შესახებ ინფორმირებული იყო, დამალაიქე ფეისბუქზე - https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

August 10, 2014

Tarte abricot amandine / გარგარის ტარტი ნუშის კრემით

ნამცხვრებში ძალიან პრეტენზიული ვარ. არ მიყვარს მძიმე-მძიმე რეცეპტები: ბევრი ცომი და ბევრი კრემი. მიყვარს ყველაფერი რაც მჟავეა, ფხვიერი და ნაკლებ ცომიანი. რაღა თქმა უნდა ვგიჟდები ტარტებზე. რა ჯობია ზაფხულობით ტარტს? ხილს სეზონის მიხედვით ვარჩევ და გაგიხარია, ვატარებ ექსპერიმენტებს. ესეც, ჩემი ბოლო ექსპერიმენტი. სტუმრად წავიღე და იქ დავტესტე. შედეგი - გადასარევი. ცხობაში გარგარი მომჟავო გემოს იძენს, სწორედ ისეთს, მე რომ მიყვარს. ნუშის კრემი ზედ აკვდება. საერთოდ, ფხვიერ ცომშიც ცოტაოდენ ნუშს ვურევ და არ ვიცი


რატომ, მაგრამ ნუშის და კარაქის შეხმატკბილება პირდაპირ გულს მიჩუყებს ხოლმე. ისეთი ემოციური ნარევია. მოკლედ, ჩემს დას მონატრებული ქმრისთვის უნდა ამ ტარტის გამოცხობა და  - ეთ, ესეც შენ, გარგარის ტარტი - მოგიძღვენი. მერე შედეგები დაგვიშეარე :პ







27 სანტიმეტრი რადიუსის ტარტისთვის
ფხვიერი ცომი - რეცეპტი იხილეთ აქ:

ნუშის კრემი:
3 კვერცხი
70 გრამი ნუშის ფქვილი
130 გრამი შაქარი
120 გრამი შერბილებული კარაქი
10 გრამი მაისენა ან კარტოფილის ფქვილი - სავალდებულო არაა

გარგარის შიგთავსთვის:
1 კგ გარგარი
ცოტა შაქარი თავზე მოსაყრელად

დაიწყე ფხვიერი ცომის მოზელით. გამოაცხვე ტარტის ძირი იმ წესით რომელიც მითითებულია ზემოთა ლინკში. იმის გათვალისწინებით, რომ ცომი ღუმელში ისევ შებრუნდება. ანუ, შეგიძლია ოდნავ ნაკლებად გამოაცხო. როცა მზადაა, გაგრილება ადროვე.

ამასობაში აურიე კრემის ინგრედიენტები სანამ ერთგვაროვან მასას არ მიღებ.

ცალკე, გააცხელე ღუმელი 220 გრადუსზე. გამოაცალე კურკა გარგარს. მანამდე გარეცვხა თავისთავად. დააწყვე ბრტყელ ფორმაში, ისე რომ გაჭრილი მხარე იყოს ზევით. მოაყარე ცოტა შაქარი და შეაგდე 10-იოდ წუთით ღუმელში. გარგარი უნდა შეწითლდეს და შეიბრაწოს. მერე გამოიღე. გამოაცალე წვენი - რაც მე კრემში შევურიე. სავალდებულო არაა.

დაუკელი ღუმელს 180 გრადუსზე. ტარტის ცომში მოათავსე ჯერ ნუშის კრემი. მერე გარგარი ჩააწყვე. შეაბრძანე ტარტი ღუმელში 15 წუთით.

მერე გააციე, თავზე გასაფორმებლად ნუშის ფქვილი მოაყარე და ისიამოვნე :P

P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:

https://saba.com.ge/books/details/1369?

თუ გინდა ახალ-ახალი რეცეპტების შესახებ ინფორმირებული იყო, დამალაიქე ფეისბუქზე - https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo






July 3, 2014

Tarte au chocolat, piment d’Espelette / ტარტი შოკოლადი/წიწაკა

ვის უყვარს შოკოლადის და წიწაკის ქორწინებაო უნდა მეთქვა, და მივხვდი რომ ფრანგულ გამოთქმას ვაქართულებდი. არ ვარგა. არაა ლამაზი. როგორ ვთქვა? შოკოლადის და წიწაკის შეხვედრა? პაემანი? ასეა თუ ისე, ეს ტკბილ-მწარე თავგადასავალი თუ არ გამოგიცდია, ბევრი რამ დაგიკარგავს! უუუუუუმაგრესია! თანაც, ეს ტარტი, ადვილია და სწრაფი. ისეთი ეფექტურია: ჯერ სათქმელად რად ღირს - ტარტი შოკოლადი/წიწაკა; და მერე, რა ლამაზია? გემო კი, შევარდი ახლა სამზარეულოში და გამოსცადე!



ცომისთვის:
170 გრამი ფქვილი
100 გრამი შერბილებული კარაქი
1 სუფრის კოვზი შაქარი
მწიკვით მარილი

გარნიტურისთვის:
200 გრამი 70 პროცენტიანი შოკოლადი
1/4 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა - საფრანგეთში ცნობილ ესპელეტის წიწაკას ვხმარობ
20 მილილიტრი ნაღები
20 მილილიტრი რძე
2 კვერცხი


ფქვილის ინგრედიენტები ერთმანეთში აურიე. ფხვიერ ცომს ბევრი ზელა არ უყვარს. მერე მაცივარში შეაგდე მინიმუმ ერთი საათით. დროის გასვლის შემდეგ, გააბრტყელე და გამოაცხვე. ტარტის ცომის გამოცხობის ტექნიკა იხილე აქ.

მოამზადე გარნიტურა: მიიყვანე ადუღებამდე რძე და ნაღები. ჩაყარე დატეხილი შოკოლადი, აურიე და გადმოდგი ცეცხლიდან. დაასვენე 10 წუთი და შეათქვიფე ხელით კვერცხი. უყავი წიწაკის ნაწილი. მოიტოვე ერთი მესამედი თავზე მოსაყრელად. შეაბრუნე 1-2 წუთით ღუმელში, ცხობისთვის კი არა - უბრალოდ შოკოლადის ზედაპირი გასწორდება. მერე შეაგდე მაცივარში.

გატანის წინ, მოაყარე წიწაკა :პ და მიირთიიიიიიიიიიი

უგემრიელესია. დაიმახსოვრე, რომ ტარტის უმეტესი ნაწილი შოკოლადია და რაც უფრო უკეთესი ხარისხისას აირჩევ, მით უკეთესი!

პ.ს. თუ ეს და ბევრი სხვა რეცეპტი გინდა ერთად თავმოყრილი, მიბრძანდი საბაზე:

https://saba.com.ge/books/details/1369?

ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo



June 17, 2014

tartine mozzarella tomate / მოცარელა-პომიდორის ტარტინი

როგორ იყო ისა? ყველაფერი გენიალური მარტივიაო. ყოველშემთხვევაში მარტივი და სწრაფი რომაა, ეს ფაქტი ხანდახან ძალიან გვაწყობს. ჰოდა, ესეც უგემრიელესი და უმარტივესი - პურზე გადასმული ათასგვარი სასუსნავი, ფრანგულად - ტარტინები. მიეცი ფანტაზიას გასაქანი და რაც გინდა ის დაამატე. ესეც ერთი იდეა - მოცარელა, პომიდორი და ლორი. დაბრაწული პური ხრაშა-ხრუშობს, მოცარელა და პომიდორი კი დნება - ესეც შენი კონტრასტული ტექსტურა :პ



შენი საყვარელი პური
მოცარელა
პომიდორი
ჩხრებად დაჭრილი ლორი
ზეითუნის ზეთი
ნიორი
სუნელები - ორეგანი, ან პროვანსული სუნელები, ან როზმარინი ან სულაც ქონდარი.

გააცხელე ტაფა. კარგად რომ გაცხელდება, დააყარე ლორის ჩხირები. ზეთი არ უნდა - ცხელ ტაფაზე ლორი თითონ გამოუშვებს ცხიმს და აშიშხინდება. იფ იფ. გაჭერი პური შუაში. წაუსვი ნიორი. მოუსვი ზეითუნის ზეთიანი ფუნჯი და მოაყარე ლორი,  გადაანაწილე თანაბრად. მოაწყვე თხლად დაჭილი პომიდორი. დაჭერი მოცარელა ნაჭრებად და მოაწყვე. მოაყარე რომელი სუნელიც გავს ის.

გააცხელე ღუმელი 200 გრადუსზე. შეაწყვე ტარწინები 5-იოდე წუთით. მერე ჩართე გრილი და თავი მობრაწე. მოცარელა რომ ცადნება - მზადაა.

მიირთვი გემრიელად მერე :პ ჩემს ბულანჟერიაში ტრადიციულ ბაგეტს ვირჩევ. იმას რაც გინდა ის გადაუსვი, ყველა ვარიანტში შედევრია. შენ თონის პურს გირჩევ. იფ, მომინდა :პ

June 6, 2014

მარწყვის და პამიდვრის გასპაჩო მისი ბაზილიკის შანტილით / Gaspacho de fraises / tomattes avec sa chantilly au basilic


კუკუუუ, აი მეც მოვედიიი! და მოგიტანეთ ცინცხალი რეცეპტი, რომელიც ერთხელ ერთ მარწყვივით ბიჭს დავპირდი. ჰოდა, ეს მარწყვის რეცეპტი პაატა შამუგიას ეძღვნება. ხო გახსოვთ, ერთხელ ეს გამოწვევა გავაკეთე - ინგრედიენტის იდეა მომაწოდეთ და რეცეპტებს მოგიძღვნით თქვა. ჰოდა, ესეც, შენ, პაატა :პ ხომ არ გეგონა დამავიწყდა? თან როგორი რეცეპტი გამოგიცხვე: ამისთანა უცხოს რას ნახავს თვალი და რას გასინჯავს პირი? პომიდორი, ზეითუნის ზეთი და მწვანილი  - ამას პლიუს მარწყვი. არადა, დამიჯერე, ტერასაზე რო ხარ ნება-ნება წამოგორებული, კაი ვახშამი რომ მიირთვი, რო წრუპე როზე - მარწყვის გასპაჩოს ცივ-ცივს რომ გამოიღებ ცხელ ამინდში, ესაა ცხონება! ის ისეთი მსუბუქია... ისეთი ნარნარი... მერე, საკმაოდ მარტივად მზადდება. მერე კიდევ, თავად გასპაჩო ძალიან ტკბილი არაა - უფრო ტკბილ შანტილთან შერეული ენას აკვდება პირდაპირ.

პ.ს. ვისაც პაატას მარწყვივით ლექსები უნდა, ნახავს აი აქ:
http://www.demo.ge/index.php?do=fullavtor&id=15


მასალად:

500 გრამი მარწყვი
1 პომიდორი
200 გრამი ნაღები
50 გრამი შაქრის პუდრა
2 სუფრის კოვზი შაქარის ფხვნილი
20 ფოთოლი ბაზილიკა
1,5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

მომზადება:

მოამზადე ყველა ინგრედიენტი. შედგი ჯამი, მიქსერის ჩხრები და ნაღები საყინულეში. მოგვიანებით, შანტილისთვის ყველა ინგრედიენტი ცივი უნდა იყოს. ნუ ახლა, ნაღები გაყინული არ უნდა იყოს - უბრალოდ ძალიან ცივი თუ არაა, არაფრით არ ამოვა.

ცალკე, შეინახე 100 გრამი მარწყვი გასაფორმებლად. დანარჩენი დააბლედერე ნახევარ პომიდორთან, ზეითუნის ზეთსა და ბაზილიკის 10 ფურცლეთან ერთად. დაუმატე შაქარი და შედგი მაცივარში გასაციებლად.

დაჭერი გადანახული მარწყვი და პომიდორი და ჩააფინე ჭიქებში. დაასხი მარწყვის გასპაჩო და შეაწყვე მაცივარში.

დაჭერი დარჩენილი ბაზილიკა ძაააალიან წვრილად.

ცალკე მოამზადე შანტილი. გამოიღე საყინულიდან ცივი ჯამი,ცივი მიქსერის ჩხირები. ასევე, საყინულიდან ახლადგამობრძანებული ცივი ნაღები და ათქვიფე შანტილი. შანტილი მთელი საიდუმლო ცივი ინგრედიენტებია. ათქვიფე გამაგრებამდე. დააყარე შაქარი და წვრილად დაჭრილი ბაზილიკა.

გატანის წინ, მორთე გასპაჩო შანტილით, ცოტაოდენი მარწყვით და მიირთვი გემრიელად.

პ.ს. კრემის სიცივეს სხვებს ვასწავლი და მე თავად დამემრთა. არ ამოვიდა ჩემი შანტილი. ვნახე რომ კრემი არაა ცივი. თქვიფე მერე რამდენიც გინდა, არაფრით არ ამოვა, ჯიუტია. ავდექი და მიღებული მასა საყინულეში შევაგდე. რომ გამოვიღე, იყო პარფესავეთ - ნაყინსა და კრემს შორის დესერტია. ასეა, სამზაეულოში გამოსავალი ყოველთვის არესბობს!

March 30, 2014

Brioche Parisienne / პარიზული ბრიოში


ჰოდა, გენცვალე, აგერ თებერვალში 30-ის გავხდი. საჩუქრად ოჯახმა, საყვარელი მეუღლის მეთაურობით, კომბაინი მაჩუქა. ჩემი კიჩენედი ერთი ნახვით შემიყვარდა, ჩემი წითელი გოგო, წელში გამოკვანწული. ავდექი და მოფერებით როლს-როისი დავარქვი. მოგეხსენებათ-და კომბაინით  ცომის მუშაობა ცხონებაა. ჩაყარე და ატრიალე! ჰოდა ამ შაბათ კვირას ოჯახის საყვარელი პარიზული ბრიოშის პირველი ცდა სუ თითების კვნეტით დასრულდა. შედეგი ფოტოებზე, მომატებულ გრამებზე და ბლოგზეა :პ და იყო ქალბატონი ბრიოში ფაფუკი, სურნელოვანი და ოქროსფერი - იყო, რადგან ერთი ნამცეციც კი აღარ დარჩა, ფოტოებისთვის ძლივს მივუსწარი :პ


500 გრამი ფქვილი
5 კვერცხი
100 გრამი შაქარი, დაახლოებით 6-7 სუფრის კოვზი
1/2 ჩაის კოვზი მარილი - მოირგე, მე ოდნავ მეტიც ვუყავი
100 გრამი კარაქი
22 გრამი სველი საფუარი, დაახლოებით 2 სავსე ჩაის კოვზი
ან 7-8 გრამი მშრალი საფუარი - 1 ჩაის კოვზი.
საფუარის დოზებისთვის დააკვირდი შენი საფუარის დოზებს - შესაძლოა საქართველოში ნაყიდი საფუარი სხვა დოზების იყოს. კარგად ვერ დავადგინე - ზოგი 1 ჩაის კოვზს მირჩევს, ზოგიც 2-ს...
75 მილილიტრი რძე, მიახლოებით 5-6 სუფრის კოვზი

ბრიოშის ცომს წინა ღამით ვამზადებ. მეორე დილით ჩემს საყვარელ ბრანჩამდე 2 საათით ადრე ვდგები და ვამზადებ.




მოკლედ. ჯობს ყველაფერი წინსაწარ აწონო და გაამზადო.
















მერე ჩაყარე ფქვილი, შაქარი, მარილი, საფუარი,  თბილის რძე და მაცივრიდან ახალი გამოღებული კვერცხი ჯამში. მარილი და შაქარი საფუართან ახლოს არ ჩაყარო, აფუების პროცესზე იმოქმედებს.













მოზილე ეს ყველაფერი ერთად. ბრიოშს ბევრი ზელა უყვარს. თუ კომბაინი გაქვს, 5 წუთი ნელ სიჩქარეზე ატრიალე. მე ჩემს როლს-როისში მოვზილე. მერე დაუმატე შერბილებული კარაქი და ხელახლა დაატრიალე საშუალო სიჩქარეზე დაახლოებით 20 წუთი. ბოლო 5 წუთი ყველაზე მაღალ სიჩქარეზე. თუ როლსი არ გაქვს ხელით იმუშავე, რამდენ ხანსაც შეძლებ. აბა, შენ იცი, ცომი რთული სამუშაოა და წარმატებებს გისურვებ :პ








ამის მერე გადაიტანე პოლიეთილენის გრაგნილზე, გაახვიე კარგად და დაასვენე მაცივარში მთელი ღამით.




















ღამით ცომმა ცელოფანი გახვრიტა :პ
















დილით გაამზადე ფორმა. წესით ასეთი ფორმა უნდა, რა თქმა უნდა უბრალოდ ბურთულების გაკეთებაც შეიძლება. რაშიც არ უნდა აკეთებდე, მოუსვი კარაქი და მოაყარე ოდნავ ფქვილი რომ არ მიიკრას.













მერე, მოზილე ცომი და გააკეთე ბურთი.


















ახლა გაყავი ცომი ორ ნაწილად. დაახლოებით ერთ მესამედზე გაჭერი.

















ორივე ნაწილი დაამრგვალე.

















მერე მოზრდილი ნაწილი ჩადე ფორმაში, ისე რომ ლამაზი მხარე ზემოდან მოექცეს. ახლა შუაში ჯვარედინად ჩაჭერი, აი ასე.















თითებით კარგად გაწიე ცომი, რომ თავი კარგად დაეწებოს















და დაამაგრე მეორე ბურთულა.
დაახურე ცელოფანი ან სველი ტილო, რომ ცომი არ გაშრეს და ქერქი არ გაიკეთოს. დადგი თბილ ადგილას საათი-საათნახევრით. მე ღუმელში ვდებ 30 გრადუსზე.













ნახე, ჩემმი ცომი 1 საათში  როგორ გაიზარდა?















მერე გავაცხელე ღუმელი 180 გრადუსზე, მბრუნავ ჰაერზე. ამასობაში ერთი კვერცხის გული ცოტა რძესთან ერთად ავთქვიფე და ბრიოშს თავზე მოვუსვი, კარგი ოქროსფერი რომ გახდეს. მერე შევაგდე საცხობად. 25-30 წუთი, ბრიოშის ზომის მიხედვით უნდა მიხვდე. თუ ძალიან დაიბრაწა, ფოლგა დააფარე - ცხობას გააგრძელებს, თან მეტად აღარ დაიბრაწება.











მერე გამოიღე და გემრიელად მიირთვი.





















ნახე, რამხელაა :პ




პ.ს.საერთოდ ბრიოშები კარგად იყინება საყინულეში, შეგიძლია დიდხანს შეინახო. საღამოს გამოიღე და დილით მიირთვი - ნიამ!

პ.პ.ს. წავედი მე, ვირბინო და ვიხტუნაო - თორებ გავხდები ბულკივით :პ

პ.ს. თუ სხვა რეცეპტსაც ეძებ გზად,  მიბრძანდი საბაზე:

https://saba.com.ge/books/details/1369?

ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

March 26, 2014

Gratin de poireaux au jambon / პრასის გრატანი ლორით




მიყვარს პრასი. ადრე კარგად არ ვიცნობდი, ახლა სულ უფრო და უფრო ვიყენებ და ვაფასებ. ძირითადად სუპებს უხდება და გუშინ მომინდა რამე უფრო განსხვავებული გამეკეთებინა. შედეგით ყველა კმაყოფილი იყო - თვით ჩემი 11 წლის შვილიც, რომელიც როგორც წესი ამრეზით უყურებს ბოსტნეულს. ლორი და პრასი ერთმანეთს ძალიან უხდება. ჩემი დედამთილის ბეშამელი კი ორივე პროდუქტს შესანიშნავად ამრგვალებს, აერთიანებს. 

ეს რეცეპტი ნანა სატონს ეძღვნება - ესეც შენი ბეშამელი და მისი გამოყენების ერთერთი გზა მრავალთანაგ <3 :="" div="" nbsp="">

მასალად:
3 თავი დიდი პრასი - თუ ქართული 15 ძირი მაინც
4 ნაჭერი მოხარშული ლორი
ყველი თავზე მოსაყრელად - ნებისმიერი ჰოლადიური, ემანტალის ტიპის

+ ბეშამელი:

1 ჩაის კოვზი კარაქი
რძე რამდენსაც მოითხოვს
2 სუფრის კოვზი ფქვილი
მარილი
მუსკადის კაკალი

ჩართე ღუმელი 200 გრადუსზე.


 1. - დაჭერი პრასი და ჩაყარე მდუღარე, მარილიან წყალში. აქ ასეთი უზარმაზარი პრასებია. დიდ პრასი 10-15 წუთში იხაშება. ქართული თქვენ უკეთ გეცოდინებათ.
 2. დაიწყე ბეშამელი. დაბალ ცეცხლზე დაადნე 2 სუფრის კოვზი კარაქი - მე მარილიანი ავიღე  და ამ შემთხვევაში მარილი აღარ დამიმატებია - დაუმატე 2 სუფრის კოვზი ფქვილი. ურიე და არ მიატოვო. არ უნდა შეწითლდეს.
3. აქ დაუმატე ცივი რძე. კარგად ამოურიე რომ არ დაკურკუტდეს. დაახლოებით ერთი ჭიქა რძე უნდა ჩაუმატო, ან ცოტა მეტი. სისქის მიხედვით. 10 წუთი მაინც უნდა. 



 4 . მოახეხე მუსკადის კაკალი გემოვნებით. ერთია - ბევრი თუ მოგივიდა მუსკატი ყველა სსხვა გემოს გადაფარავს. აუცილებლად გასინჯე და ისე იმოქმედე. უყავი მარილიც და გადმოდგი. თუ კურკუტები აქვს - გადაწურე, ვის არ მოსვლია.
 5. ამასობაში მოიხარშა პრასი. გადაწურე.


 6. აიღე ნახევარი ლორის ნაჭერი, ხელში კარგად გადაწურე პრასი და გაახვიე.
 როგორც ხედავ, ცოტა პრასი მქონდა და ნახევარი ადგილი ცარიელი დამრჩა :პ
 მოასხი ბეშამელი.

 მოახეხე ყველი და აცხე შეწითლებამდე.

  მერე მიირთვი გემრიელად - თითებს დააკვნეტ ისეთი გემრიელია. სალათის ჭამაც არ დაგავიწყდეს, ხილიც დააყოლე და ესეც შენი დაბალანსებული კვება. 

პ.ს. თუ სხვა რეცეპტსაც ეძებ გზად,  მიბრძანდი საბაზე:

https://saba.com.ge/books/details/1369?

ან კიდევ, დამალაიქე ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo