ამჯერად კვახის სუპი. ვისაც განსხვავებული გემოსი ეშინია, აქ ცხვირიც არ შემოყოს. სპეციალურად ეთუნასთვის <3 comment-3--="" nbsp="">3>
კვახის სუპი
მასალად საჭიროა:
საშუალო ზომის კვახი
5 მოზრდილი კარტოფილი
1 თავი ხახვი
1-2 კბილი ნიორი
ზეითუნის ზეთი
ნახევარი ლიტრი რძე ან არაჟანი ან ორივე
მუსკატის კაკალი
მარილი/შავი პიმპილი
კარტოფილის ჩვეულებრივი სათლელით გააცალეთ კვახს კანი. თავიდან ეს შეუძლებლად მომეჩვენა, მაგრამ სრულიად შესაძლებელია. გავჭრით კვახს, ამოვაცლით გულს, გვერდებზე ხაზებში ჩავჭრი ხოლმე და უფრო იოლად ითლება. დავჭრი მომსხო კუბიკებად და ჩავაწყობ ქვაბში. გავთლი კარტოფილს, ამასაც დავჭრი/მოვუწყობ კვახს, ერთ თავ ხახვს გავფცქვნი, ჩავდებ ქვაბში, კიდევ ჩავუმატებ ნიორს, დავასხამ წყალს და ვადუღებ.
მოკლედ ყველაფერი ეს რომ ჩაიხარშება დავაბლენდერებ. მოვასხამ ზეითუნს. ადრე თუ ჩაასხამთ ზეითუნს, გემოს დაკარგავს. ჩავასხამ რძეს, მოვაყრი მარილს/ პიმპილს გემოვნებით, და მუსკატის კაკალს მოვაფქვევ, დაახლოებიტ მეოთხედი ჩაის კოვზით. ზედმეტი რომ მოგივიდეთ ძაან ზედმეტად არომატული იქნება და სხვა პროდუქტების გემოს გადაფარავს. ერთხელაც წამოვადუღოთ.
ესეც თქვენი სუპი.
პატარა, ლამაზ ფიალებში მოათავსეთ, სუფრაზე გაიტანეთ ცხლად. მე სილამაზისთვის ერთ კოვზ არაჟანს ჩავაგდებ შუაში და ნახევრად ამოვურევ ხოლმე, მოვაყრი ოოდნავ შავ პიმპილს სილამაზისთვის, უფრო ფრუნცკულია. ისეთი ლამაზია, მარტო თვალებით შეჭამ. მერე ისეთი გემრიელიააა და მერე კიდევ ისეთი სასარგებლოა :)
P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:
არ დაგავიწყდეს ფეისბუქზე დამალაიქო - როგორც კი ახალ რეცეპტს დავდებ, საქმის კურსში იქნები :P თან დამეხმარები ბლოგის გაპოპულარებაში. მადლობაააა
No comments:
Post a Comment