1 კილო ყაბაყი
2 მოზრდილი ხახვი, კარგია წითელი ხახვი თუ იქნება
2 კბილი ნიორი
3 სუფრის კოვზი ტომატის პასტა, სრულიად უბრალო, ყოველგვარი სანელებლების გარეშე
2 მოზრდილი პომიდორი
რამდენიმე ღერი ოხრახუში გასაფორმებლად
მარილი, პიმპილი, დარიჩინი, ზეთი
მოკლედ, ვჭრით ხახვს მრგვალებად, შევაწითლებთ ზეითუნის და მზესუმზირის ზეთის ნარევში(დაგვჭირდება ღრმა ტაფა). დავჭრით ყაბაყს კანიანად, მრგვალებად და ჩავუმატებთ ხახვიან ტაფაში. აქვე ვუყოთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, შავი პიმპილი და დაახლოებით ნახევარ ჩაის კოვზამდე, მეტი არა, დარიჩინი. ვადროვოთ ცოტა, შეწითლდეს ყაბაყი. ტომატი გავხსნათ წყალში და ჩავუმატოთ, წვენმა ყაბაყი უნდა დაფაროს. დავახუროთ თავზე და ნელ ცეცხლზე დავტოვოთ ნახევარი საათი. ამასობაში გეტყვით პომიდორზე კანის გაცლის ჩემს ტექნიკას. დანა გადავუსვათ პომიდორს ყველგან, კი არ გავჭრათ, უბრალოდ დავაჭიროთ და გავუსვ გამოვუსვათ, ამით კანი რბილდება. დავასხათ ცხელი წყალი. ონკანის ქვეშ ვაჩერებ ცოტა ხანი ორივე მხარეს. თუ ძალიან მწიფეა პომიდორი, დანის გასმა არ უნდა, მაგრამ ახლანდელ ძალით დამწიფებულ პომიდორს სხვანაირად ძნელად თუ სცილდება კანი. მოკლედ კანის გაცლის შემდეგ დავჭრათ პომიდორი მრგვალებად. გადმოვდგათ ცეცხლიდან კერძი, გადავიტანოთ ღრმა ჯამში. ზემოდან ლამაზად მოვაწყოთ პომიდორი და შევდგათ 200 გრადუსზე, 10-15 წუთით. რომ გამოვიღებთ, გავაფორმოთ ოხრახუშით. მმმმმმმმმიამ, ძალიან გემრიელია :)
P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:
შენი უფრო მშრალად გამოიყურება რარაც, ჩემსას მეტი წვენი ქონდა. ძალიან გემრიელი იყო მართლა. პირველ ჯერზე ასეთი გემრიელი არ გამომსვლია. ხვალ კი ახალ სამსახურში ვაშლის ტარტი მიმაქვს შენი რეცეპტით, რომელიც ამჟამად ცხვება :)) ჩიზქეიქის ფორმაში გავაქეთე, ადვილად რომ ამოვიღო. ვნახოთ რა გამოვა :)
ReplyDelete:) პომიდორს გააჩნია. ხარისხს, სიმწიფეს და მზადების დროსაც. რაც მეტხანს ათუხთუხებ, მით მეტი წვენი ექნება :)
ReplyDelete