ჩიზ ქეიქისთვის:
450 გრამი ყველი ფილადელფია (ან მასკარპონესა და რიკოტას ნარევი)
150 მილილიტრი ნაღები (ან არაჟანი)
1 ღერი ვანილი ან ვანილის ესენცია
100 გრამი შაქარი
400 გრამი ჟოლო ან ჟოლოსა და მარწყვის ნარევი
1 ლიმონი
ბაზისთვის:
80 გრამი კარაქი
200 გრამი ბისკვიტი (პეჩენიები, ნატურალური, სინამდვილეში ინგლისური ბისკვიტი - digestive უნდა, თუ იშოვით)
კული:
250 მოცხარი ან ჩაანაცვლეთ ჟოლოთი და მარწყვით
4 სუფრის კოვზი შაქარი
ეს არის გამოუმცხვარი ჩიზ ქეიქი :) რეცეპტი გათვალისწინებულია 24 სანტიმეტრიანი ფორმისთვის. ისეთი მარტივია, არ შეიძლება არ გამოგივიდეთ. მმმ ჩემი საყვარელი დესერტი :)
დაამტვრიეთ ბისკვიტები. მე ბლენდერშო ვაფქვევ. ციტას ვწვალობ და ბლენდერს ვანჯღრევ, მაგრამ საბოლოოდ შედეგს ვაღწევ - ბისკვიტი ფქვილივით ხდება. მოათავსეთ ტაფაში და დაუმატეთ კარაქი. ურიეთ დაახლოებით 5 წუთი, ნელ ცეცხლზე. გადმოიღეთ მასა კარაქმოსმულ და კალკის ქაღალდდაფენილ ფორმაზე, გააბრტყელეთ თანაბრად და შედგით მაცივარში.
აურით ყველი ლიმნის ცედრა, ლიმნის წვენი, შაქარი და ვანილი ერთმანეთში. წინასწარ გაცივებული ჯამი და მიქსერის ჩხირებით ამოიყვანეთ ნაღები. ფრთხილად შეურიეთ ორივე მასა. შეინახეთ რამოდენიმე ლამაზი ხილი დეკორაციისთვის. დანარჩენი მსხვილად დაჭერით და აურიეთ ყველში. დააფინეთ მიღებული მასა ბისკვიტზე და შედგით მაცივარში მინიმუმ 12 საათით.
მოამზადეთ კული. ხილს დაამატეთ შაქარი და აადუღეთ. რომ შერბილდება, დაწურეთ, გამოაცალეთ მარცვლები და ისევ აადუღეთ მანამ სანამ ცოტას არ დაიკლებს.
მოასხით კული ჩიზ ქეიქს მირთმევამდე, გააფორმეთ ხილით და გემრიელად მიირთვით :)
არ დაგავიწყდეს ფეისბუქზე დამალაიქო - როგორც კი ახალ რეცეპტს დავდებ, საქმის კურსში იქნები :P თან დამეხმარები ბლოგის გაპოპულარებაში. მადლობაააა
P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteმე მგონი, ამდენი შვრია არ უნდა. არ შეკრა მერე ბისკვიტი,თუმცა გემრიელი კი იყო :)
ReplyDeleteძალიან გთხოვ დაუმატე, რომ ბისკვიტის ბლენდერით დაფშვნა ჯობია :)
ReplyDeleteეს მივირთვი Brave-ის გაკეთებული და ძალიან გემრიელი იყო :))
ReplyDeleteჯერჯერობით ფბ-დან ვაკოპირებ. მოგვიანებით დავააფდეითებ, მე ახლა ყველანაირ ჩიზს ერთდაიმავე ბაზას ვუკეთებ-ხოლმე.
ReplyDeleteჰოდა მოიტა რა ეგ ბაზა :)))
ReplyDeleteდავააფდეითე - მე ამ ბაზას ვუკეთებ ყველა ჩიზს
ReplyDeleteსლივკა რა ჯანდაბაა ნაღები :))))))
ReplyDeleteანონიმის შენიშვნას გავითვალისწინებ :)
ReplyDelete