მოტივტივე კუნძულს რომ ვაკეთებ (მომკლა ამ ფრანგული დასახელებების თარგმნამ, ხანდახან ასეთი სისულელეც გამოდის "île flottante"-ისგან) მიზნად მაქვს - გავაოცო ხალხი (უფ, როგორ მიყვარს თავის ქება :D). ცნობილი კუნძული რომელიც ტივტივებს :) რაღაც ახალებურად ვაკეთებ და ჩემი დედამთილის რეცეპტს ინტერნეტში ნაპოვნთან ვაჯვარებ. რაც გამოვა იხილიეთ თანდართულ რეცეპტში.
ცნობისათვის, ეს რეცეპტი მამაკაცების საყვარელი დესერტია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემი ოჯახის ყველა კაცი, დიდ პატარიანად აფანატებს. როცა ამხელა დროისმფლაგველ დესერტს ვეჭიდები, (3 საათი მაინც უნდა) აუცილებლად ჩემს მეუღლეზე ვფიქრობ. ვიცი, რომ იცის და იცის რომ ვიცი - ვნებიანი ვანილის და ინგლისური კრემის ტექსტურას წინ ვინ დაუდგება!

île flottante
1 ლიტრი რძე
6 კვერცხი
100/125 გრამი შაქარი
1 ღერი ვანილი ან ვანილის ესენცია გემოვნებით.
კარამელისთვის
100 გრ შაქარი
40 მლ წყალი
40 მლ რომი ან ლიმონის წვენი
პრალინისთვის
60 გრ ნუში,
60 გრ თხილი,
50 გრამი შაქარი,
20 მლ წყალი
გავათბოთ ვანილიანი რძე. სანამ წამოდუღდება, ავთქვიფოთ კვერცხის ცილა გამაგრებამდე. რძეს ადუღებისთანავე ჩავუწიოთ და შევუდგეთ მთავარს. იდეაა რომ ცილა მოვხარშოთ რძეში. სირთულე მისი ფორმაა. ხან დიდი სუფრით კოვზით ვიღებ პირადად, ხან ნაყინის კოვზით. მოკლედ როგორც გაგეხარდეთ. სუფრის კოვზით ოდნავ ვამრგვალებთ გამაგრებულ ცილას და ვაგდებთ რძეში. ცილა იწყებს შესიებას. გადმოვატრიალოთ მეორე მხარეს. დაახლოებით ორი წუთი გრძელდება ეს პროცედურა. ერთდროულად 4-5 ბურთულის გაკეთება შეიძლება. ამოღებულ ცილას ნასვრეტებიან ჯამში ვათავსებთ.
მეორე ეტაპზე ვაკეთებთ ინგლისურ კრემს. გადავწუროთ რძე (თუ ცილის ნამცეცებია) და დავტოვოთ ნელ ცეცხლზე. გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. კარგად რომ გათეთრდება, ავიღობთ ცხელი რძე და დავასხათ გოგლი-მოგლიან ჯამს. ნელ სიჩქარეზე ავთქვიფოთ და დავიწყოთ რთული პროცესი - ინგლისური კრემი. ჯამიდან მასა დავაბრუნოთ ქვაბში და ნელ ცეცხლზე ხის კოვზით ვურიოთ განუწყვეტლივ. კრემი არცერთხელ არ უნდა წამოდუღდეს. ისმება ლოგიკური კითხვა - როდისაა კრემი მზად ? ინგლისური კრემი ძალიან თხელია, მაგრამ წყალის კონსისტენციაც არა აქვს. ერთ მომენტში ნახავთ რომ კრემი აღარაა თხელი, ანუ ეს-ესაა იწყებს შესქელებას. აი, სწორედ ამ დროს არის მზად ინლისური კრემიპრალინიგავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსზე. ავურიოთ შაქარი და წყალი, ავადუღოთ და ოდნავ შევასქელოთ. ამაში ჩავაყაროთ თხილეულობა და გადმოვდგათ. მასა დავასხათ კალკის ქაღალდზე და შევდგათ ღუმელში. რომ გაოქროსფერდება - გამოვიღოთ, გავაციოთ და ნამცეცებად დავტეხოთ.
გაფორმებაცილის ბურთულები დაგორგლეთ პრალინში. ღრმა თეფშში ჩავასხათ ინგლისური კრემი და ჩავუშვათ ორი ან სამი კუნძული. გატანის წინ გავაფორმოთ კარამელით. (რეცეპტი იხილეთ ქვემოთ)
კარამელი ვითომ ადვილია და სინამდვილეში საკმაოდ ტექნიკური, ხელისგასაჩვევია. ავურევთ ინგრედიენტებს და მაღალ ცეცხლზე ვდგამთ. გამუდმებით უნდა ვურიოთ და მაღალი ტემპერატურა შევინარჩუნოთ. ჩემნაირ შტერებს ვურჩევ, გრძელტარიანი ხის კოვზი აირჩიეთ თითები რომ არ მიგეწვათ მანამ ვურიოთ სანამ არ გაყავისფერდება. უკეთესია, მაგრამ არა აუცილებელი, ეს ბოლო წუთებში გაკეთდეს (თორემ რძეში დაგვიდნება კარამელი).
Bon appetit!!!
P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:
არ დაგავიწყდეს ფეისბუქზე დამალაიქო - როგორც კი ახალ რეცეპტს დავდებ, საქმის კურსში იქნები :P თან დამეხმარები ბლოგის გაპოპულარებაში. მადლობაააა
P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:
მამაკაცის საყვარელი თუა, აბა მაშინ ქალები მაგის გემოს ვერ გავიგებთ :დ
ReplyDeleteმე დიდად არ ვგიჟდები :)
ReplyDeleteყოჩაღ, თინი, ამ ყველაფერს მართლაც დიდი ენერგია და მოთმინება უნდა )) როდესღაც მეც ვცდი
ReplyDeletemerciiiii, Helen
ReplyDelete