4 კვერცხი
100 გრამი შაქარი
100 გრამი ფქვილი
200 გრამი კარაქი
200 გრამი შოკოლადი
გავადნოთ შოკოლადი კარაქთან ერთად. რა თქმა უნდა ვიცით როგორ, არა? პატარა ქვაბში შოკოლადი, მოზრდილში ძირზე წყალი. დიდ ქვაბში ჩადგამთ პატარას და შოკოლადი გადნება ორთქლზე (კარაქთან ერთად, ამ შემთხვევაში). როცა შოკოლადი გადნება, კარგად ამოვურიოთ, რომ მასა ერთგვაროვანი გახდეს. გავაცალკევოთ კვერცხის გული და ცილა. ცილა ამოვიყვანოთ და გული ავთქვიფოთ შაქართან ერთად. ყველაფერი ერთმანეთში კარგად ავთქვიფოთ. გავაცხელოთ ღუმელი 180°-ზე. ცომი ჩავასხათ ფორმებში და ვახცოთ 8-10 წუთი. თავი რომ გამოცვხება, სადღაც მეშვიდე წუთზე, მზად არ იქნებაო ნუ შეგეშინდებათ, გამოიღეთ მალევე, თორემ გული გამოცხვება და მდნარი აღარ იქნება.
P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:
ფორმაზე იყო კითხვები და აი, ასეთი უნდა იყოს წესით
ადვილი, სწრაფი და გემრიელი <3
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteვცდი ამის გაკეთებას, ფორმები უნდა ვიყიდო უბრალოდ :) შოკოლადის დესერტები მაინც ყევლაზე საყვარელი დესერტებია ჩემთვის.
ReplyDeleteველოდებით ახალ რეცეპტებს, კარგია რომ ბლოგი გააკეთე! :)
ვნებით,
კულინარიის მახინჯი ჭუჭული :D
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteარ დაიზაროთ და მომწერეთ ხოლმე, კითხვები თუ შენიშვნები :) brave, შენ უკვე ინთერმედიეით ლეველზე გადახვედი :)
ReplyDeleteთინიკო, ეს თითქმის ბრაუნია, ოღონდ გული აქვს გამოუმცხვარი :) უნდა ვცადო, ბრაუნი კარგი გამომდის და ეს კიდევ უფრო პიკანტური ჩანს!
ReplyDeleteბრაუნი უფრო მძიმეა, მაგრამ გავს ნამდვილად - ფონდანი უფრო რბილი და ფაფუკია
ReplyDeleteშედარებით დაბალ ტარტალეტკის ფორმაში გავრისკო გაკეთება? თუ ქაფქეიქის ფორა უნდა?
ReplyDeletetamarae, გარისკვით რატომაც არ უნდა გარისკო. უბრალოდ შესაძლოა შიგნით მდნარი არ იყოს და გამოშრეს. მდნარობას რამოდენიმე რამ გასნაზღვრავს - მაღალი ტემპერატურა რაც გარედან ცვავს და შიგნით ტოვებს მდნარს და ფორმა, კომენტში ვერ ვამატებ ფოტოს, ასე რომ რეცეპტში დავუმატებ და ნახე. ტარტალეტის ფორმა ძირში ღმაა და ზემოთ ფართოვდება. ფონდანისა კი პირდაპირ ღრმავდება - შესაბამისად ნაკლებად შრება გული. თუმცა ვიცი, რომ აკეთებს ხალხი ტარტალეტკის ფორმაშიც. ასე რომ, ცდას წინ არაფერი უდგას :)
ReplyDeleteმადლობა დასურათხატებული პასუხისათვის :)
ReplyDeleteდიდი მადლობა რეცეპტისთვის :) კითხვა მაქვს,http://www.bakingshop.com/bc/img/PF-1.jpg ასეთ ქაფქეიქის ფორმაში ვერ გამოცხვება? თუ ცომი თხელი უნდა იყოს და ვერ გაუძლებს? მადლობა.
ReplyDeleteanonymous, მადლობა ინტერესისთვის. ნახე რა ვუპასუხე tamarae-ს. ესეც ტარტალეტის ფორმას გავს. აბა, სცადე და გვითხაარი. გამოცხობით გამოცხვება, სად წავა. მდნარი თუ იქნება არ ვიცი. იქნებ ტემპერატურას მოუმატო და დრო შეამცირო ? სავარაუდოდ ფორმიდან ამოღება არ დაგჭირდება და 8-10 წუთის ნაცვლად 5-6 წუთი იქნება საკმარისი, ჩემი მოკლე ჭკუით :)
ReplyDelete