September 21, 2013

Charlotte aux framboises (inratable) / შარლოტა ჟოლოთი

ჯნნნნ - წარმოგიდგენთ შარლოტას - ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ვნებიანს, ფაფუკს და გემრიელს. ყველაფერი საუკეთესო აქვს: გემო არაჩვეულებრივი - კრემი ბავარუაზ კენკროვანთან ერთად აბა ვის არ მოეწონება ? სილამაზე ხომ აქვს და აქვს - ამ რეცეპტით შარლოტა არაფრით არ დავარდება და ეფექტი გარანტირებულია. და ბოლოს - მდნარი, ჰაეროვანი ტექსტურა. საუკეთესო შარლოტა ჩემთვის ენის წვერზე ტკბილად იწყება და მერე ოდნავი სიმჟავე ჟრიალს გაწყებინებს  - მოკლედ ეს თუ ვნებიანი რეცეპტი არაა და რაღაა ვნება, ცეცხლი და სიყვარული მაშინ?   თითით გალოკავ თუ კოვზით, სუფრაზე მიირთმევ თუ სადმე სხვაგან და ვისთან ერთად - პირადული ამბავია :D დეტალები თქვენი ფანტაზიისთვის მომინდვია :)


მასალა ბავარუაზისთვის

400 გრამი ჟოლო
5 ფირფიტა ჟელატინი
3 კვერცხის გული
50 გრამი შაქარი
100 მილილიტრი რძე
150 მილილიტრი 30% -იანი ( !!!! აუცილებლად 30% -იანი) ნაღები

შარლოტას მონაჟისთვის

20-25 ბისკვიტი (იშოვება შინჰოფერის მაღაზიებში - lady fingers)
ცოტაოდენი ფორთოხლის წვენი
150 გრამი ჟოლო
შაქრის პუდრა

კარგი იქნება სპეციალური ფორმა თუ გვაქვს, თუ არადა ღრმა, მომცრო ქვაბშიც გამოვა. მე 18 სამტიმეტრიან (რადიუსი, რა თქქმა უნდა)ფორმაში ვაკეთებ.  ჩასაფენად მოამზადეთ თხელი ცელოფნის ფენა - არ ვიცი როგორაა ქართულად - du film alimentaire. 




 სანამ შარლოტაზე გადავალთ - შედგი ჯამი საყინულეში. ნაღები მაცივარში დატოვე. მოგვიანებით, შანტილისთვის ყველა ინგრედიენტი ცივი უნდა იყოს.
და ჟელატინის ფურცლები ცივ წყალში დაალბე.












ბავარუაზი:


გააკეთე გოგლი მოგლი. თქვიფე გათეთრებამდე. წამოადუღე რძე.











თქვეფის შეუწყვეტლად, დაასხი რძის ნაწილი გოგლი-მოგლს. ათქვიფე და დარჩენილი რძეც დაუმატე. ნუ, მე თქვეფა შევწყვიტე რომ ფოტო გადამეღო :P










ჩაასხი მასა ქვაბში და ნელ ცეცხლზე შემოდგი. ინგლისური კრემივით ურიე, ისე რომ არცერთხელ არ წამოდუღდეს და ოოდნავ შესქლდეს. ამასობაში, გარეცხე მიქსერის ჩხირები, გაამშრალე, რა თქმა უნდა და შეაწყვე მაცივარში შანტილისთვის.









ინგისური კრემი შეგიძლია იხილო აქ. ძალიან არ უნდა შესქელდეს. როცა მზადაა, გადმოიღე.









ჩაუშვი ჟელატინის ფურცლები კრემში და ურიე მანამ, სანამ მთლიანად არ დადნება.











დააბლენდერე 250 გრამი ჟოლო. გაითვალისწინე, რომ თუ გაყინული ჟოლო გაქვს ჯერ გაადნე. მე ასე არ მოვიქეცი და ნახავ რაც მომივიდა :P
წესით, ჟოლოს პატარა მარცვლებივით აქვს და უნდა გააცალოთ.






მე არ მაქვს ჯამი, რომელსაც ფრანგები შინუას ეძახიან. აი, ასეთია. თუ არ გაქვს, ჩემსავეთ, დიდიც არაფერი. ცოტა კენკრის ნამცეცები შეგყვება.









აურიე ინგლისური კრემი და ჟოლო.












გამოიღე საყინულიდან ცივი ჯამი, ცივი მიქსერის ჩხირები. ასევე, მაცივრიდან ახლადგამობრძანებული ცივი ნაღები და ათქვიფე შანტილი. შანტილი მთელი საიდუმლო ცივი ინგრედიენტებია.








როცა მასა გამაგრდება, შანტილი მზადაა.












ახლა შანტილი და ჟოლოს მასა ერთმანეთს უნდა აურიო. როგორც ხედავ, ჩემი ჟოლოს კრემი უკვე ჟელატინად იქცა. შტერი და მოუთმენელი რომ ვარ, ჟოლოს გაყინვა არ დავაცადე. შედეგიც სახეზეა. მაგრამ საბედნიეროდ ამას შარლოტაზე ცუდი გავლენა არ ქონია.






როცა ერთგვაროვან მასას მიიღებ, შეინახე ოთახის ტემპერატირაზე სანამ შარლოტას ააწყობ.











შარლოტას მონტაჟი

ცელოფანი ჩააფინე ფორმაში.












დეტალური თუა, ბარემ დეტალური იყოს :P - აი, ასე.











მოამზადე ფორთოხლის წვენი, დარჩენილი ჟოლო და კრემი.











ბისკვიტის ბრტყელი მხარე ჩაალბე წვენში. მთლიანად ნუ ჩადებ, ნახევრადაც საკმარისია და სწრაფადვე ამოიღე. ძალიან არ დალბეს. 1 წამით ჩაუშვი და ამოიღე. ჩაალაგე ბისკვიტები როგორც ფოტოზეა. უმჯობესია ჯერ გვერდებზე ჩააწყო და მერე ძირზე, ან საერთოდ მხოლოდ გვერდზე და ძირს არაფერი. მე პირიქით გავაკეთე და ცოტა სიმეტრია დაირღვა.





ფენა-ფენად ჩაუშვი კრემი და ჟოლო.












დახურე ნამცხვარი ბისკვიტებით და შედგი მაცივარში 24 საათით.











არ დაგავიწყდეს ჯამების დასუფთავების სპეციალისტს მიმართო :P












გაფორმება


მეორე დღეს გადმოაბრუნე შარლოტა თეფშზე.











გააფორმე შაქრის პუდრით და ლამაზი ლენტით.











გერიელად მიირთვი <3 nbsp="" p="">

P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:


არ დაგავიწყდეს ფეისბუქზე დამალაიქო - როგორც კი ახალ რეცეპტს დავდებ, საქმის კურსში იქნები :P თან დამეხმარები ბლოგის გაპოპულარებაში. მადლობაააა



3 comments:

  1. ვაი გული! აღწერა არანაკლებია ვიზუალიზაციაზე, მართლა ვნებიანი :D

    პ.ს. მილიგრამი გრამის მეათასედია, მილილიტრი იგულისხმება, როგორც მივხვდი :)

    ReplyDelete
  2. უი, რა კაია მილიგრამზე რომ მიმითითე. სანტილიტრია ფრანგულად და კი არ ვიცოდი როგორ მეთქვა. გავასწორებ მოცალეობის ჟამს :) დიდი მადლობა თანადგომისთვის - რატატუი და სულ მალე ჩემი დედამთილის რატატუის რეცეპტს მოგიძღვნით პირადად თქვენ <3

    ReplyDelete
  3. გამარჯობა, ჟელატინის ფურცლები სად შევოძინო?

    ReplyDelete