ვის არ უყვარს შოკოლადი? რძით? თხილით? მწარე პიკანტური? ცხელი? ყავასთან? დეპრესიისას? ღამე რომ გაიღვიძებ და კარადაში მალულად შეექცევი?
შოკოლადის მუსის მთავარი გამოწვევა მისი "მუსურობაა". ერთხელ ისეთი ლექცია ვისმინე ამ თემაზე, რომ თქვენც უნდა გაგიზიაროთ. შოკოლადის მუსიცაა და შოკოლადის მუსიც თურმე. რახან შოკოლადი ურევია და ჭიქაში ასხია, განა ეს კმარა ? არა, არა და არა ! მთელი ბედნიერება მის ტექსტურაშია. თუ მუსური არაა, თუ ჰაეროვნად არ ამოდის ჭიქიდან, არ მინდა მისი არაფერიო - გეტყვიან გურმანი ფრანგები ჩემს ოჯახში. თუ კარაქივითაა და კოვზით იჭრება, ესე იგი ჩაგვარდნია და ეგააო. ბევრი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ჩემი დედამთილის, ვივეტის რეცეპტმა გაჭრა. რაც მე ინგრედიენტები და დრო დავხარჯე რომ ეს ყბადაღებული "მუსურობა" ამეთვისებინა!

მთელი საიდუმლო მის სიმარტივეშია, მთელი ისტორია მთავარი კომპონეტეტის, შოკოლადის წარმოსაჩენად ვითარდება. საბაზისო ინგრედიენტები უკანა პლანზეა, მხოლოდ იმას ემსახურებიან, რომ დესერტი მდნარი, მუსური ან უფრო ქართულად, ჰაეროვანი იყოს.
ეს რეცეპტი ფეისბუკზე ჩემს რეცეპტებში ერთერთი ყველაზე პოპულარულია. სცადეს და გამოუვიდათ. ასე რომ, მთავარია ჩემს რჩევებს მისდიოთ. აქ ხომ სტანდარტული რეცეპტი არაა? პირდაპირ წვრთნაა !
ეს რეცეპტი ფეისბუკზე ჩემს რეცეპტებში ერთერთი ყველაზე პოპულარულია. სცადეს და გამოუვიდათ. ასე რომ, მთავარია ჩემს რჩევებს მისდიოთ. აქ ხომ სტანდარტული რეცეპტი არაა? პირდაპირ წვრთნაა !
დაგვჭირდება სულ რაღაც:
3 კვერცხის ცილა
200 გრამი შოკოლადი (გასადნობი, საკონდიტრო)
250 გრამი ნაღები (ან არაჟანი)
50 გრამი შაქარი
გავადნოთ შოკოლადი შემდეგნაირად. მომცრო ქვაბში დავტეხოთ შოკოლადი, ოდნავ მოზრდილში ჩავასხათ ცოტა წყალი. წყლიან ქვაბში მოვათავსოთ მეორე, შოკოლადიანი, ანუ მომცრო :D არსად არ გვეჩქარება, დავიმახსოვროთ და ნელ ცეცხლზე დავადნოთ შოკოლადი, ძალიან არ უნდა გაცხელდეს. აქეთ, ავთქვიფოთ ცილა, მანამ სანამ არ გამაგრდება, აქ ჩავუმატოთ შაარი.
წინასწარ გაციებულ ჯამში ასევე წინასწარ გაციებული ჩხირებით ამოვიყვანოთ ნაღები გამაგრებამდე (იხილეთ შარლოტას რეცეპტი შანტილის უკეთ მოსამზადებლად). გამდნარი შოკოლადი ფრთხილად შევურიოთ კვერცხის ცილას, ბოლოს კი ჩავუმატოთ შანტილი. სულ ესაა :) ჩაასხით ფორმებში, როგორშიც გაგეხარდეთ და გააფორმეთ რითიც გაგეხარდეთ. 2 საათი მაცივარში და ეგაა :)
P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:
არ დაგავიწყდეს ფეისბუქზე დამალაიქო - როგორც კი ახალ რეცეპტს დავდებ, საქმის კურსში იქნები :P თან დამეხმარები ბლოგის გაპოპულარებაში. მადლობაააა
No comments:
Post a Comment